close
საქართველო

“ორ კვირაზე მეტია გრიპის საწინააღმდეგო აცრები კეთდება, თუმცა მიმართვა დაბალია”

“უკვე ორ კვირაზე მეტია გრიპის საწინააღმდეგო აცრები კეთდება, თუმცა მიმართვა დაბალია”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ ქვეყანაში შემოსულია 212 000 დოზა ვაქცინა და დარიგებულია ყველა კლინიკაში, რომელსაც ამცრელი პუნქტი აქვს.

ამასთან, გამყრელიძე განსკუთრებული რისკის ჯგუფში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, აუცილებლად აიცრან.

„უკვე ორ კვირაზე მეტია, რაც მაღალი რისკ-ჯგუფებს გრიპის ვაქცინა უკეთდება, თუმცა მიმართვიანობა არც ისე მაღალია. თავდაპირველად 25 ათასი ვაქცინა განაწილდა სხვადასხვა კლინიკებზე და აიცრა მხოლოდ და მხოლოდ 14 ათასი ადამიანი. ამის შემდეგ, გასულ კვირას ქვეყანაში შემოვიდა გრიპის ვაქცინის 77 ათასი დოზა, რომელიც უკვე განაწილებულია და ყველა პოლიკლინიკაშია. გუშინ ღამით შემოვიდა კიდევ 110 ათასი დოზა და დაახლოებით, 23 ათასი დოზა ისევ შემოვა. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება აქტიურობა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა, სახელმწიფო კიდევ იზრუნებს, რომ დამატებით შეიძინოს დოზები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება თავად გრიპის ვირუსის მიმდინარეობას, როგორც გამყრელიძე განმარტავს, ვირუსი, ჯერჯერობით, არ ცირკულირებს.

„უკვე ოქტომბრიდან ვუწევთ მონიტორინგს გრიპის და სხვა რესპირატორულ ვირუსებს ქვეყანაში. ჯერჯერობით, გრიპი არ ცირკულირებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მალე გამოჩნდება და გრიპის და კორონავირუსის ზედდება გვექნება. არსებობს ეფექტური ვაქცინა იმ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც ვასახელებთ კორონავირუსთთან ბრძოლის დროს. პრევენციული ღონისძიებები იგივეა, რაც – კორონავირუსის დროს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response