close
არქიტექტურა/დიზაინისაქართველო

ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის ფილიალი გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც მერიაში ამბობენ, პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული “ახალი დემოკრატიის ფონდი” (The New Democracy Fund) “ახალი თანამშრომლობის ფონდის” (The New Cooperation Fund) ჩართულობით. ამასთან, სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ქალაქ ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც განისაზღვრება აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებები.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0