close
კვლევები

მეცნიერებმა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომი დაასახელეს

ესპანელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ყნოსვის დაკარგვა კორონავირუსის „კარგი“ სიმპტომია. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც ჟურნალ Infection-ში გამოქვეყნდა.

სან-კარლოსის კლინიკური საავადმყოფოსა და ესპანეთის უნივერსიტეტების სპეციალისტებმა 5 868 პაციენტის მონაცემები შეისწავლეს, რომლებმაც COVID-19 გადაიტანეს. ამ პაციენტებიდან ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ქალებში 12,41%-ს დაუფიქსირდა, კაცებში კი – 8,67%-ს. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად 65 წელზე ნაკლები ასაკის ადამიანებში გამოვლინდა.

როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მსგავსი სიმპტომები ძლიერ იმუნურ პასუხზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ, ციტოკინური შტორმის განვითარების საშიშროებას ამცირებს, რომელიც პოტენციურად პაციენტის გარდაცვალებით სრულდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0