close
რელიგია და მეცნიერება

ვატიკანს არ შეუძლია ერთსქესიანთა ქორწინების კურთხევა – პაპი ფრანცისკე

ბოლო თვეების განმავლობაში ზოგიერთ კათოლიკურ ეკლესიაში, მათ შორის, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყეს კურთხევა ერთსქესიანთა წყვილების იმ მიზნით, რომ კათოლიკური ეკლესია მიესალმება მათ, იტყობინება Reuters სააგენტო. ასევე 2019 წელს პაპ ფრანცისკეს მიერ ინტერვიუში ნათქვამი სიტყვები დოკუმენტურ ფილმში გაიმეორეს, სადაც ის ამბობს, რომ ერთსქესიან წყვილებსაც აქვთ უფლება ოჯახში იყვნენ და რომ “ისინი ღვთის შვილები არიან.”

რის შემდეგაც გაჩნდა კითხვა- აქვს თუ არა კათოლიკურ ეკლესიას ძალა აკურთხოს ერთსქესიანთა კავშირი?

ვატიკანის კრების გადაწყვეტილებამ უპასუხა კითხვას, რომელიც ამ თემის ირგვლივ იყო გაჩენილი. ოფიციალური პასუხის საფუძველზე კათოლიკურმა ეკლესიამ უარი თქვა ერთსქესიანთა კავშირის კურთხებაზე.

ორგვერდიანი პასუხი, რომელიც შვიდ ენაზე გამოიცა და პაპმა ფრანცისკემ დაამტკიცა, უარყოფითი იყო, რადგან, მათივე განცხადებით: “ღმერთი არ აკურთხებს და ვერ აკურთხებს ცოდვას- იგი აკურთხებს ცოდვილ ადამიანს, რათა მან შეიცნოს, რომ ის მისი სიყვარულის გეგმის ნაწილია და ნება დართოს, რომ მისით შეიცვალოს“.

ვატიკანის აზრით, განსხვავებული გადაწყვეტილება არა მარტო მოიწონებდა დევიანტურ, არასწორ საქციელს, არამედ შექმნიდა ქორწინების განსხვავებულ კავშირს, როდესაც ეკლესიისთვის განუყრელი კავშირი ქალსა და მამაკაცს შორისაა.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“ 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response