close
ასტრონომია - კოსმოსი

ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს

Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin საკუთარი კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს, რომელსაც კომერციული მიზნებისთვის გამოიყენებენ. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტს მხარს უჭერენ კომპანიები Sierra Space, Boeing, Redwire Space, Genesis Engineering Solutions და არიზონის უნივერსიტეტი.

სადგურის სახელწოდება Orbital Reef („ორბიტალური რიფი“) იქნება და ის კოსმოსში ერთგვარი „ბიზნეს-პარკი“ გახდება. ანონსის მიხედვით. სადგურს დედამიწის ორბიტაზე მიმდინარე ათწლეულის მეორე ნახევარში გაუშვებენ. მისი ფართობი დაახლოებით 3 ათასი კვადრატული მეტრი იქნება და იქ ერთდროულად 10-მდე ადამიანი შეძლებს განთავსებას.

Blue Origin-ი კოსმოსური სადგურის პროექტზე დაახლოებით ერთი წელია მუშაობს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response