close
მიგრანტიაქართველო

ქართველი, რომელმაც ბერძნულ „ვოისში“ ფურორი მოახდინა – „მინდა ვასახელო საქართველო “

7BFB3CE5-AF08-4894-9ED8-3F2D7322B169

ბერძნულ ,,ვოისში” ქართველმა გოგომ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მომღერალმა ნუცა ხურციძემ ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა და შესაბამისად, რინგის ტურში გადავიდა.

,,ვოისში” მიღწეულ წარმატებასა და მიღებულ ემოციებზე თავად ნუცა ხურციძე მოგვიყვება:

,,სამი წელია, რაც საბერძნეთში ვიმყოფები. რეალურად, ბებიაჩემთან ჩამოვედი დასასვენებლად, შემდეგ პანდემია დაიწყო. სიმართლე გითხრათ, არც მქონდა დაგეგმილი კონკურსში გასვლა. უბრალოდ, ასე მოხდა.

როცა გავედი კონკურსში, ვიცოდი, რომ წარმატებას მივაღწევდი, რადგან მჯერა ჩემი თავის და ძალიან თავდაჯერებული ვარ, მაშინ როდესაც საქმე სიმღერას ეხება. მუსიკას სხვა ემოციები მოაქვს.

ძალიან ბედნიერი ვიყავი, მქონია კონცერტები, მაგრამ ამხელა აუდიტორიისთვის არ მიმღერია. ბევრი დადებითი ემოცია მოვიდა დილიდან. ვაპირებ, ჩემი მაქსიმუმი დავდო.

მინდა ვასახელო ჩვენი ქვეყანა, რადგან სიმართლე გითხრათ, საბერძნეთში არც ისე კარგი სახელი აქვთ ქართველებს. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, მითქვამს ადამიანისთვის, რომ ქართველი ვარ და სახე შეცვლია. აღარ მინდა ასე იყოს”,– თქვა ნუცა ხურციძემ.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი