close
აქართველო

როდის მოხდა საქართველოს ისტორიაში ყველა ძლიერი მიწისძვრა?

32104642_312756379259748_6333654508949733376_n

30 წლის წინ, 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში, კერძოდ რაჭისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში დაფიქსირდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი და ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა იყო 6.9, ეპიცენტრში კი 9 ბალი.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200-ს გადააჭარბა, დააზიანა დაახლოებით 46 000 შენობა და უსახლკაროდ დატოვა 100 000-მდე ადამიანი. ბიძგები არ შემწყდარა და რამდენიმე თვის განმავლობაში ისევ გრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ დიდი მსხვერპლი და ნგრევა თავად რყევებს არ გამოუწვევია, მას შემდეგ რაჭაში რამდენიმე ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, რომელიც მიწისძვრას უკავშირდება.

მაგალითად, 1991 წლის მიწისძვრამ გამოიწვია ზვავი, რომელმაც თითქმის სრულად გაანადგურა სოფელი  ხოხეთი, მსხვერპლთა რიცხვმა კი 50 შეადგინა. უზარმაზარმა მიწის მასამ ჩაკეტა მდინარე ღებურა და დააგროვა წყალი. წლის დიდმა რაოდენობამ კი გაარღვია ჯებირი, რასაც ნგრევა მოჰყვა.

რაჭის მიწისძვრა 90-იანი წლების შემდეგ საქართველოში მომხდარ მიწისძვრათა შორის ყველაზე დამანგრეველი და ძლიერი აღმოჩნდა, მიწისძვრის რყევები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

აღნიშნული მიწისძვრიდან წელიწადნახევრის შემდეგ, 1992 წელს მოხდა ასევე ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 6.5, ხოლო ეპიცენტრში 8 ბალი იყო. 2009 წლის 8 სექტემბერს ონის რაიონში, რომლის სიმძლავრეც 6.2 მაგნიტუდა იყო, 2011 წელს კი 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი