close
ეს საინტერესოა

VIDEO: ჭიანჭველები დაჭრილ თანამოძმეებს კიდურების ამპუტაციას უტარებენ

მეცნიერებმა დააფიქსირეს ჭიანჭველას სახეობა, რომელიც ანტიბიოტიკებს იყენებდა. ამჯერად კი, სხვა სახეობაში შენიშნეს, როგორ ატარებენ ამპუტაციებს.

მკვლევრებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ასეთი ქირურგიული ჩარევა და მკურნალობის სხვა მეთოდები, რომლებსაც ჭიანჭველები ერთმანეთს უტარებენ, მართლაც განაპირობებს ჭიანჭველათა სიცოცხლის გადარჩენას.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე წელიწადია ვიცით იმის შესახებ, რომ ჭიანჭველები ერთმანეთს ჭრილობებს მკურნალობენ, ჯერ მხოლოდ ახლა ვსწავლობთ, როგორ საოცრად კომპლექსური და ზუსტია ჭიანჭველათა სამედიცინო მზრუნველობა.

„ჭიანჭველებს შეუძლიათ ჭრილობის დიაგნოზის დასმა, იმის გარკვევა, ის ინფიცირებულია თუ სტერილური და სხვა ინდივიდთა მხრიდან ამ ჭრილობების გრძელვადიანი მკურნალობა. ერთადერთი სამედიცინო სისტემა, რომელიც მათსას კონკურენციას გაუწევს, ადამიანების არის“, — ამბობს გერმანიის ქალაქ ვიურცბურგის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგი ერიკ ფრანკი.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0