close
იზნესი

Salesforce თანამშრომლებს სამუშაო განრიგის თავისუფალ არჩევანს სთავაზობს!

distanciuri-mushaoba-1-758×398

ღრუბლოვანი კომპიუტერული კომპანია Salesforce სილიკონის ველის სხვა ტექნიკურ გიგანტებს უერთდება (Facebook და Microsoft), რომლებსაც თანამშრომლების მუშაობის განგრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვთ. კომპანია აცხადებს – “9-დან 5-მდე სამუშაო დღე მოკვდა”. როგორც ჩანს, Salesforce თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, თავად შეადგინონ ყოველდღიური განრიგი.

“ახალი წლის დასაწყისთან ერთად, უნდა განვაგრძოთ წინსვლა, სისწრაფე, კრეატიულობა და სუფთა გონებით აზროვნება – ეს გულისხმობს იმას, თუ როგორ დავხვეწთ ჩვენს კულტურას. შთამბეჭდავი სამუშაო სივრცე აღარ შემოიფარგლება ჩვენი ოფისების სამუშაო მაგიდით. 9-დან 5-მდე სამუშაო დღე მოკვდა, თანამშრომლების გამოცდილება უფრო მეტია, ვიდრე პინგ-პონგის მაგიდები და ხემსი” – წერს ბრენტ ჰაიდერი, Salesforce-ის ხალხის მთავარი ხელმძღვანელი.

კომპანია თანამშრომლებს სამუშაო გრაფიკის სამ კატეგორიას სთავაზობს – მოქნილი, სრულად დისტანციური და ფიზიკური, ოფისის სივრცეში მუშაობა. კომპანია ვარაუდობს, რომ ადამიანთა უმეტესობა მოქნილ განრიგს აირჩევს, რაც კვირაში ერთიდან სამ დღემდე ოფისში მუშაობას გულისხმობს. ასევე, ის განკუთვნილია გუნდური მუშაობის, შეხვედრებისა და პრეზენტაციებისთვის. “ჩვენი თანამშრომლები ამ სტრატეგიის არქიტექტორები არიან და მოქნილობა მნიშვნელოვანი იქნება წინსვლისთვის” – ამბობს ბრენტ ჰაიდერი.

აღარ აქვს აზრი იმის მოლოდინს, რომ თანამშრომლები რვასაათიან ცვლაში იმუშავებენ და წარმატებით შეასრულებენ სამუშაოს.

რა თქმა უნდა, კომპანიაში არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა პოზიციაც მათი ოთხიდან ხუთ დღემდე ოფისში ყოფნას მოითხოვს, თუმცა ჰაიდერის თქმით ეს Salesforce-ის თანამშრომლების ძალიან მცირე ნაწილს ეხება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი