close
ყულაბა

 

წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან აპლიკაციას, რომელიც დაგეხმარებათ, ბავშვებს ასწავლოთ, თუ როგორ მოიქცნენ ფულთან, კერძოდ, როგორ დაზოგონ ის.

„PiggyBot-ი“ – აპლიკაცია 6-დან 8 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. აპლიკაციას შეუძლია ბავშვს აჩვენოს ის, რაც სურს, ფოტოების სახით, ეს კი ნამდვილად ეხმარება ბავშვს ბევრი რამ საკუთარი ოცნებებისა და საჩუქრების შესახებ.

„Yuby“ – ბავშვებს შეუძლიათ აკონტროლონ საკუთრი ფული, როგორც დახარჯონ, ასევე შეინახონ გამომუშავებული კაპიტალი. ყველაფერი ვირტუალურია და რეალობასთან ძალიან მიახლოვებული, მაგრამ რეალურ ტრანზაქციებს არ ახორციელებს.

„USAA Bank’s mobile app-ი“ – მოზარდებისთვისაა განკუთვნილი და ბანკი მათ საშუალებას აძლევს გახსნან საკუთარი ანგარიში, რომელიც მათ რეალურ ფულთან ურთიერთობას ასწავლის და მომავალში გაუადვილებს ფულის დაზოგვასა და დახარჯვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

წყარო: Enterpreneur.com

მასალა მოამზადა:  ლაშა ჯინჭარაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2