close
ვლევებიედიცინა

Pfizer -მა და BioNTech-მა თავიანთი ვაქცინის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა დაიწყეს

eqimi

კომპანიებმა  Pfizer -მა და BioNTech-მა თავიანთი ერთობლივი ვაქცინის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოცდა დაიწყეს.

Pfizer-ის პრესსპიკერის შარონ კასტილიოს თქმით, მოხალისეთა პირველ ჯგუფს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაუკეთდა.

Pfizer და BioNTech აპირებენ, თავიანთი ვაქცინის უსაფრთხოება სამ სხვადასხვა დოზაზე – 10, 20 და 30 მიკროგრამზე – თავდაპირველად 144 მონაწილეში გამოსცადონ, მოგვიანებით კი უსაფრთხოება, ამტანობა და იმუნური რეაქცია 4 500 ბავშვზე დატესტონ.

კასტილიოს თქმით, კომპანიებს იმედი აქვთ, რომ კვლევის მონაცემები 2021 წლის მეორე ნახევარში ექნებათ.

ამასთან, Pfizer-ი ვაქცინას 12-დან 15-წლამდე ბავშვებშიც ცდის და მისი შედეგები, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში იქნება ხელმისაწვდომი.

აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა Pfizer / BioNTech ვაქცინის 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში გამოყენების ნებართვა დეკემბრის ბოლოს გასცეს. აშშ – ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში ვაქცინის თითქმის 66 მილიონი დოზაა გამოყენებული.

წყარო : reuters.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი