close
სტრონომია - კოსმოსი

NASA- ს ზონდის მიერ ასტეროიდზე შეგროვებული ნიმუშები შესაძლოა დაიკარგოს

1435

NASA- ს ზონდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დედამიწიდან 320 მილიონი კილომეტრის დაშორებით მდებარე ასტეროიდ „ბენუზე“ ქანებისა და მტვრის ნიმუშების შესაგროვებლად დაეშვა, იმდენი ნიმუშის შეგროვება შეძლო, რომ ნაწილი სპეციალური კონტეინერიდან იყრება.

NASA- ში აცხადებენ, რომ Osiris-Rex-ის ზონდის მიერ  ნიმუშების შეგროვების ოპერაციამ, როგორც ჩანს, ძალიან წარმატებულად ჩაიარა, თუმცა, გაჩნდა ნიმუშების დაკარგვის საშიშროება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, დედამიწაზე გამოგზავნილ სურათებში ჩანს, რომ კონტეინერის კარი ღიაა და ნიმუშის ნაწილი იყრება.

”ჩანს, რომ შეგროვებული ნიმუშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია”, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა დანტე ლაურეტამ. მისი განმარტებით, ზონდმა დაახლოებით 400 გრამი ნიმუში შეაგროვა.

კონტეინერი კოსმოსურ ხომალდში უნდა მოათავსონ. NASA- ში აცხადებენ, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე და უსაფრთხოდ უნდა განხორციელდეს.

ცნობისათვის, ოთხწლიანი მოგზაურობის შემდეგ NASA-ს კოსმოსური ზონდი Osiris-Rex-ი დედამიწიდან 320 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე რამდენიმე დღის წინ დაეშვა.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მისიის შედეგად მოპოვებული ნიმუშების შესწავლით ნათელი მოეფინება იმას, თუ როგორ გაჩნდა მზის სისტემა 4.5 მილიარდი წლის წინ. კოსმოსური ხომალდი, რომლითაც ნიმუშები დედამიწაზე უნდა ჩამოვიდეს, ჩვენს პლანეტაზე 2023 წელს დაბრუნდება.

ბენუ ნახშირბადოვანი ასტეროიდია, რაც ნიშნავს, რომ მან შეინარჩუნა ის ქიმიური აგებულება და ქანები, რომელიც იყო 4.5 მილიარდი წლის წინ, როდესაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა.

წყარო : BBC 

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი