close
ექნოლოგიები

Motorola-მ დასაკეცი ტელეფონის ახალი ვერსია წარადგინა

pjimage-17

Motorola-მ დასაკეცი ტელეფონის ახალი ვერსია წარადგინა. სმარტფონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ვერსია ახლა უკვე Android-ზე მუშაობს და მას მოქნილი ეკრანი აქვს.

ახალი Razr-ი ისეთივე თხელია, როგორც 2004 წლის ორიგინალი ვერსია. მთავარი ეკრანი დიაგონალურად 6,2 დიუმიანია. დახურვის შემთხვევაში Razr-ის დამატებითი მინიდისპლეი 2,7 დიუმიანია. მასზე შესაძლებელია შეტყობინების წაკითხვა, მათზე პასუხის გაცემა, მუსიკის მოსმენა და სელფის გადაღებაც კი.

Razr-ს შარშანდელი პროცესორი Snapdragon 710 აქვს. ახალი სმარტფონის ფასი 1499 დოლარია. მისი გაყიდვა 2020 წლის იანვრიდან დაიწყება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი