close
ს საინტერესოა

Laguna Garzon Bridge – რა იყო მიზეზი ხიდის ფორმის შეცვლის და ზედმეტი ფულის დახარჯვის?

1E4E3727-92E9-40B6-8C79-662EDD46281B

ფოტოზე გამოსახული ხიდი, სახელად “Laguna Garzon Bridge” 2015 წელს გაიხსნა. იგი ურუგვაიში მდებარეობს და ორ დეპარტამენტს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდების უმრავლესობას ჩვეულებრივი, სწორი ფორმა აქვს, მაგრამ ამ ხიდის წრიული ფორმის უკან არქიტექტორის გათვლა იმალება, რის გამოც დაახლოებით ორჯერ მეტის გადახდა მოუწიათ. 5 მილიონად შეფასებული ხიდი, საერთო ჯამში, 11 მილიონი დაჯდა.
ხიდის წრიულ დიზაინზე არქიტექტორმა რაფაელ ვინიოლიმ იმუშავა, რომელმაც იგი შემდეგნაირად ახსნა, რომ ხიდის სწორი დიზაინის შემთხვევაში მძღოლები სწრაფად გადაივლიდნენ მას, ხოლო წრიული ხიდი მძღოლებს აიძულებს შეანელონ სიჩქარე და ულამაზესი პანორამული ხედით დატკბნენ.
ხიდის ორივე მხარეს მდებარეობს ასევე საცალფეხო ბილიკი, რის გამოც შესაძლებელია ტურისტებმა ხიდი რეკრეაციული მიზნებისთვისაც გამოიყენონ.
ხიდის აგებამდე ერთადერთი გზა, რისი საშუალებითაც ხალხს შეეძლო გადაადგილება ერთი ქალაქიდან მეორეში, იყო მხოლოდ ბორანი და მანქანების სათითაოდ გადაადგილება, რაც მოძრაობას ართულებდა. ახალ, წრიულ ხიდზე კი დღეში დაახლოებით 1000-მდე მანქანა გადაადგილდება. კონსტრუქციის რადიუსი კი 61,5 მეტრს შეადგენს.

მასალა მოზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი