close
ვლევებიედიცინა

მარწყვი – კიბოს სამკურნალო ხილი

მარწყვი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – მარწყვი, არა მარტო გემრიელი და ტკბილი საკვებია, არამედ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ხილია. 
ტრადიციულად, მარწყვი, რომელიც უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე იმავე რაოდენობის ფორთოხალი, საჭმლის მომნელებელი სისტემის გამწმენდი საშუალებაა.
გარდა ამისა, მარწყვი მთელ რიგ ფიტოსაკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
კიბოს საწინააღმდეგო 
მარწყვი მდიდარია კიბოს საწინააღმდეგი ანტიოქსიდანტებით, ანტოციანებითა და ფოლიუმის მჟავით.
ანტოციანები მარწყვის წითელ შეფერილობას განსაზღვრავს, ასევე ხელს უწყობს სისხლის თავისუფალი რადიკალებისგან გაწმენდას. ამ დაზიანებულ ქსოვილებს უჯრედებში სისმსივნური ცვლილებების გამოწვევა შეუძლია.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგენილია, რომფოლის მჟავა აჩერებს სიმსივნის ზრდას ფილტვებში, საყლაპავში, მკერდში, საშვილოსნოსა და ენაზე. 
ხოლო ჟურნალ „სოფლის მეურნეობისა და სურსათის ქიმიაში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მარწყვში შემავალი ანტიოქსიდანტები მნიშვნელოვნად ზღუდავენ კიბოს უჯკრედებს ღვიძლში.
სასიხარულო ინფორმაცია მწეველებისთვის: მარწყვი ამცირებს კანცეროგენების ზემოქმედებას – ეს არის ნივთიერება, რომელიც თამბაქოს მწეველებში შესაძლოა კიბოს გამოწვევ მიზეზად იქცეს.
ასაკთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემებისგან დაცვა
მარწყვი C ვიტამინის მნიშვნელოვანი წყაროა. Archives of Opthalmology-ში  გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, C ვიტამინით მდიდარი ხილის ჭამა 36 პროცენტით ამცირებს ასაკობრივ მაკულარულ დეგენერაციას, რაც ხანდაზმულებში მხედველობის დაკარგვის ძირითადი მიზეზია.
მარწყვი – ანტიასაკობრივი ხილი 
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მარწყვით გამოკვებილი ვირთხების ტვინს ასაკთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნებოდათ, მათ სწავლისა და მოძრაობის უკეთესი უნარიც გააჩნდათ.
ეს შეიძლება იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ მარწყვი ომეგა -3-ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელიც ტვინის ქსოვილის სამშენებლო ბლოკის ფუნქციას ასრულებს.
სასარგებლოა ორსულობის დროს
მარწყვში შემავალი ფოლიუმის მჟავა აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისათვის. მისი დეფიციტი იწვევს სისხლის წარმოქმნის მეგალობლასტური ტიპის განვითარებას. პრეპარატი ვიტამინ B12-თან ერთად ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების სინთეზში, ჰისტიდინის და ქოლინის ცვლაში. ორსულობის პერიოდში ფოლის მჟავა იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების დამაზიანებელი მოქმედებისგან, ხელს უწყობს პლაცენტის ნორმალურ მომწიფებას და ფუნქციონირებას.
დღეში 10 მარწყვის ჭამა ფოლის მჟავის ქალბატონებისთვის რეკომენდირებული დოზის მეხუთედს შეადგენს.
ფოლიუმის მჟავა ზურგის ტვინის სითხის აუცილებელი კომპონენტია და ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედებისა და განწყობის ასამაღლებელი ჰორმონის, სეროტონინის, წარმოქმნას.
კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობა
მარწყვი დიდი რაოდენობით დიეურ ბოჭკოს შეიცავს, რომელიც ამცირებს გულის დაავადებების, დიაბეტის, მაღალი წნევისა და ნაწლავური დარღვევების რისკს.
მწიფე ხილი, რომელიც ხსნად ბოჭკოს შეიცავს, საუკეთესო საშუალებაა ნაწლავებისთვის.
ანთების საწინააღმდეგო
ხილში შემავალი ზოგიერთი ფენოლი ხელს უშლის სპეციფიკური ფერმენტის – ციკლოოქსინოგენოზის მოქმედებას.
აღნიშნული ფერმენტი ხელს უწყობს ოსტრეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და ასთმის ჩამოყალიბებას.

მაგრამ…
მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და აქედან გამომდიონარე, სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: მარწყვი ალერგიული პროდუქტია და მისი მიღებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ალერგიისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები.

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2