close
ატეგორიის გარეშე

KFC-ი მენიუში მცენარეულ “ქათმის ხორცს” ამატებს

31BC2764-C8D3-403B-A6B1-E1553B7DC624

KFC-ის მენიუში, აშშ-ის მასშტაბით, 10 იანვრიდან ახალი მცენარეული პროდუქტი გამოჩნდება, რომელსაც ქათმის ხორცის გემო ექნება, თუმცა ქათმის ხორცი არ იქნება.
მცენარეული „ქათმის ხორცი“ – Beyond Fried Chicken – კომპანია Beyond Meat-თან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.  KFC-ის პრეზიდენტი აშშ-ში კევინ ჰოჩმანი აცხადებს, რომ მათი მომხმარებლების ნაწილს ნაკლები ცხოველური ცილის მირთმევა სურს და თან არ უნდა, რომ მსგავს კომფორტულ საკვებზე უარი თქვას. ჰოჩმანის განმარტებით, სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა KFC-ის ახალი პროდუქტი განკუთვნილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პროდუქტი, თავდაპირველად, შეზღუდული დროით იქნება ხელმისაწვდომი.
Beyond Fried Chicken-ის შეკვეთა შესაძლებელი იქნება, როგორც ცალკე (თითო ულუფაში 6 ან 12 ნაჭერი), ასევე, კომბო მენიუში, რომელშიც მის გარდა, საშუალო ზომის სასმელი და კარტოფილი ფრიც შევა. საწყისი ფასი 6.99 აშშ დოლარი იქნება.
”გემო იმდენად კარგია, რომ მომხმარებელმა, შესაძლოა, ჩვეულებრივ შემწვარ ქათმის ხორცს Beyond Fried Chicken-ი ამჯობინოს,“- განაცხადა ჰოჩმანმა.
ნაგეთსები რესტორნებში მზა სახით მივა, მომსახურე პერსონალი კი მათ ხელახლა შეწვავს სერვირებამდე. თუმცა, მენიუს ახალი ელემენტი მკაცრი ვეგანების ან ვეგეტარიანელებისთვის რეკომენდირებული არ არის, რადგან ის მზადდება იმ ადგილებში, სადაც მომხმარებლებს ჩვეულებრივ ქათმის ხორცს სთავაზობენ.

წყარო : CNN

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი