close
ომუნიკაცია

Facebook-ი მეგობრებში „საიდუმლო ქრაშს“ გაპოვნინებთ

pjimage-3 (1)

Facebook-ი “საიდუმლო ქრაშის” ფუნქციას ამატებს, რომლის საშუალებითაც მომხმარებლები გაიგებენ, Facebook-ის რომელ მეგობრებს მოსწონთ ისინი. 

The Verge-ის ცნობით, Secret Crush-ის ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებლებმა 9 მეგობარი უნდა შეარჩონ, რომელთა მიმართაც სასიყვარულო ინტერესი აქვთ ან მოსწონთ, თუ ის მეგობრები მათაც მოიწონებენ და ერთმანეთს “საიდუმლო ქრაშებად” შეარჩევენ, შეტყობინებას ორივე მათგანი მიიღებს. ახალი ფუნქცია აპლიკაცია Tinder-ს ჰგავს, თუმცა მისგან განსხვავებით, Facebook-ზე 9 “ქრაშს” თავად შეარჩევთ.

ფუნქცია ამჟამად მხოლოდ 19 ქვეყანაში: ბრაზილიაში, ბოლივიაში, ჩილეში, ეკვადორში, გაიანაში, პარაგვაიში, პერუში, ურუგვაიში, ლაოსში, მალაიზიაში, ფილიპინებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და სურინამშია ჩართული. 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2