close
ს საინტერესოავლევებისოფლიო

ფსიქიკური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ქალები – რას ამბობს კვლევები?

ქალთა მიმართ ძალადობა მენოპაუზა

ქალებს, რომლებიც ფსიქიკური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი არიან, გაცილებთ ცუდი მენოპაუზის სიმპტომები აქვთ, მათ შორის: დარღვეული ძილი, სექსუალური დისფუნქცია და ხასიათის ცვლილებები.

 დიდ ბრიტანეთში მთავრობის სტატისტიკამ აჩვენა, რომ გასულ წელს 1.4 მილიონი ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. სააგენტო ,,Safe Horizon-ის” მონაცემების მიხედვით, ამერიკაში ქალთა მეოთხედი ნაწილი სიცოცოცხლის მანძილზე ოჯახურ ძალადობას განიცდის.

ახალი კვლევა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მენოპაუზის საზოგადოებამ კონფერენციაზე წარადგინა, ამტკიცებს, რომ არსებობს კავშირი მენოპაუზის სიმპტომებსა და ძალადობას შორის.

მკვლევარებმა შეაფასეს მენოპაუზის სიმპტომები: ალები და ღამის ოფლიანობა, ძილის დარღვევები, შემეცნებითი ფუნქცია, ნაწლავის და ბუშტის ფუნქცია, სექსუალური ფუნქცია და ზოგადი ჯანმრთელობა.

კვლევის ფარგლებში სულ 3,740 ქალი გამოიკითხა, რომლებმაც გააკეთეს ჩანაწერი განცდილი ძალადობისა და მენოპაუზის სიმპტომების შესახებ. 253 მათგანმა (6.8 პროცენტი) განაცხადა, რომ განიცადა ერთი ან ერთზე მეტი ძალადობის ფორმა გასულ წელს. 245-მა გამოკითხულმა აღნიშნა, რომ სიტყვიერი ან ემოციური ძალადობის მსხვერპლი იყო, 34 მათგანი – ფიზიკური, ხოლო 10 – სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ იმ ქალებს, რომლებმაც ძალადობა გასულ წელს განიცადეს, რთული მენოპაუზური სიმპტომები აწუხებდათ. მეცნიერთა თქმით,  კვლევამ აჩვენა მჭიდრო კავშირში სიტყვიერ და ემოციურ ძალადობასა და მენოპაუზის სიმპტომებს შორის.

ეცნიერებმა მრავალრიცხოვანი კვლევებით კარგა ხანია დოკუმენტურად დაამტკიცეს, თუ როგორ ბოროტად მოქმედებს ნებისმიერი სახის ძალადობა ადამიანის ჯანმრთელობაზე.  ასე რომ, არაა გასაკვირი ახალი კვლევის შედეგი, რომელიც ამტკიცებს ძალადობის უარყოფით ზეგავლენას მენოპაუზის სიმპტომებზე.

„ეს კვლევა უბიძგებს ჯანდაცვის პროვაიდერებს გამონახონ გზები, რომ მისცენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს საშუალება არ დამალონ ძალადობის ფაქტები,“ – განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის მენოპაუზის საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა ვულფ უტიანმა.

წყარო: Daily Mail

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2