close
ვლევებიედიცინა

D ვიტამინს COVID-19-ის რისკების შემცირება შეუძლია — კვლევები

vitaminiD

ახალი კვლევების თანახმად, D ვიტამინს COVID-19-ის განვითარების რისკისა და დაავადების სიმძიმის შემცირება შეუძლია.

ექსპერტების თქმით, ვიტამინი D აძლიერებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს ისეთი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა COVID-19. D ვიტამინის მისაღებად საუკეთესო გზაა მზის სხივები და ჯანსაღი კვება, მაგრამ ასევე შესაძლებელია დანამატების გამოყენება.

ახლახან გამოქვეყნებული კვლევების სერია ამბობს, რომ დანამატს ასევე შეუძლია დაგიცვას SARS-CoV-2 ვირუსისგან, რომელსაც შეუძლია COVID-19 გამოიწვიოს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მედიცინის მკვლევრებმა უნივერსიტეტის საავადმყოფოს მედიცინის ხელმძღვანელის, დოქტორ დევიდ მელცერის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევით დაადგინეს, რომ D ვიტამინის ნაკლებობასა და COVID-19-ის განვითარების რისკს შორის კავშირი არსებობს.

მკვლევრებმა საავადმყოფოში 489 პაციენტი შეისწავლეს და დააკვირდნენ, რომ D ვიტამინის ნაკლებობის მქონე პაციენტებში (მინიმუმ 20 ნანოგრამზე ნაკლები მილილიტრ სისხლში) თითქმის ორჯერ მეტია (1.77-ჯერ მეტი) კორონავირუსზე დადებითი პასუხები, ვიდრე მათთან, ვისაც D ვიტამინის ნორმალური დონე აქვთ.

ვიტამინსა და დაავადებას შორის შესაძლო კავშირის შესახებ მათ მოითხოვეს შემდგომი კლინიკური კვლევების ჩატარება.

“უამრავი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ [D ვიტამინის ნაკლებობას] ძალიან სერიოზული შედეგები მოაქვს. თუ ვიტამინ D–ს გონივრულ დოზას იღებთ, ვერ მიხვდები, თუ სხვას როგორ ტკივა, ეს შეიძლება ბევრს დაეხმაროს”, — განაცხადა მელცერმა Healthline-თან.

D ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩმაც. მსახიობ ჯენიფერ გარნერთან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ინფექციისადმი მგრძნობელობაზე გავლენას ახდენს.

“წინააღმდეგი არ ვიქნები რეკომენდაციის, რადგან მე თვითონ ვაკეთებ ამას და ვიღებ D ვიტამინს დანამატების სახით”, — განაცხადა ფაუჩმა.

ამასთან, ბოლოდროინდელი 40 კვლევის მეტაანალიზმა აჩვენა, რომ ვიტამინის ყოველდღიური, გრძელვადიანი მიღება ორგანიზმს მწვავე რესპირატორული ინფექციებისგან იცავს. ასევე, სხვა კვლევევებმაც დაადგინა კავშირი D ვიტამინის დონესა და COVID-19 მგრძნობელობას შორის.

ესპანეთის გრენადის უნივერსიტეტმა მცირე რანდომიზირებული კვლევით დაადგინა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 50 ადამიანიდან, რომელთაც კალციფედიოლით (D ვიტამინის ჯგუფი) მკურნალოდნენ, მხოლოდ ერთი მოხვდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ხოლო 26 ადამიანიდან, რომელთაც მსგავსი მეთოდით არ მკურნალობდნენ, რეანიმაციაში 13 ადამიანი მოხვდა.

“ჩვენმა საპილოტე კვლევამ აჩვენა, რომ კალციფედიოლის ან 25-ჰიდროქსივიტამინის D-ს მაღალი დოზის მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტების მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რომლებიც COVID-19-ის გამო ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ”, – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

დოქტორმა ლუიჯი ჯენარმა, იტალიის სიენის უნივერსიტეტის მედიცინის ასოცირებულმა პროფესორმა, ამერიკული საზოგადოების შეხვედრაზე ახლახან წარადგინა მონაცემები ძვლისა და მინერალების კვლევის შესახებ, რომელიც D ვიტამინის დონესა და COVID-19 ინფექციების რისკს შორის კავშირს აჩვენებს.

იტალიელმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მილანის სან-ლუკას საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფ პაციენტებს, რომელთაც კორონავირუსის მწვავე სიმპტომები ჰქონდათ, 25-ჰიდროქსივიტამინ D-ს დაბალი დონე და ინტერლეიკინი-6-ის (ცილა,რომელიც დაკავშირებულია ანთებასთან) მაღალი დონე აღმოაჩნდათ საავადმყოფოში მყოფ უფრო მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებთან შედარებით, რომლებიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ მკურნალობდნენ.

ვაშინგტონის ბრიჯიტ ჰოსპიტლის წარმომადგენელი, დოქტორი მანიშა სინგალი Healthline-თან ამბობს, რომ ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე, ავადმყოფობასთან ბრძოლის დროსაც.

მისი განმარტებით, D ვიტამინს ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რაც გულისხმობს ორგანიზმში ზომიერი იმუნური რეაქციის გამოწვევას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ცნობილია, კოვიდ-19-ის გართულებისას ორგანიზმში იწყება მომატებული იმუნური რეაქცია, ე.წ. ციტოკინური შტორმი, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

როგორვ სინგალმა თქვა, უმჯობესია, D ვიტამინის ბუნებრივი წყაროებიდან მიღება, მაგრამ დანამატები ასევე შეიძლება ეფექტური იყოს იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. მან ასევე ურჩია საზოგადებას, რომ D ვიტამინის დონე ექიმთან შეამოწმონონ. მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო D ვიტამინის დონის გაკონტროლება ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი