გავრცელებული ინფორმაციით, არქეოლოგების ყურადღება სოფელ მუჟავაში ჩვინარეს ხეობაში, დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე შემაღლებულმა ადგილმა მიიქცია.

ვიზუალური დათვალიერებითა და წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოა, რომ ეკლესია მე-11-მე-12 საუკუნეებამდე უნდა აშენებულიყო. სამარხს ხეობიდან გამომდინარე, ეგრისისა და ლაზიკის პერიოდში სტრატეგიული მნიშვნელობა ექნებოდა.

მედია წერს, რომ არქეოლოგიური გათხრები მეხუთე დღეა მიმდინარეობს და სპეციალისტების განმარტებით, ნამარხის შესახებ შედეგების შეჯამება მოპოვებული მასალებისა და ფრაგმენტებისგან საერთო სურათის შექმნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”