close

მედიცინა

მედიცინა

ისტორიაში პირველად, ექიმები პაციენტში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან

 

პიტსბურგში დაფუძნებული ბიოტექნოლოგიური კომპანია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტს უნიკალური მეთოდით მკურნალობს. ისტორიაში პირველად, მეცნიერები პაციენტის სხეულში ფუნქციურ ღვიძლს ზრდიან.

თუ პროცედურა წარმატებით დასრულდება, ეს ახალი თერაპია იქნება მათთვის, ვისაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება და დონორს თვეების განმავლობაში ელოდება.

LyGenesis ამჟამად ტესტირებას მხოლოდ ერთ ადამიანზე ატარებს. პაციენტს ღვიძლის ბოლო სტადიის დაავადება (ESLD) აქვს.

Nature-ის ცნობით, ექსპერიმენტული პროცედურა ჰიუსტონში 25 მარტს ჩატარდა. მოხსენების თანახმად, პაციენტი თავს უკეთ გრძნობს და მისი გამოჯანმრთელება სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, ლიმფურ კვანძში ახალი ღვიძლის მსგავსი ორგანოს ფორმირებას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

გარდა ამისა, ინდივიდი იმუნოსუპრესიულ პრეპარატებზე დარჩება, რაც დონორის უჯრედების მიღებას შეუწყობს ხელს.

ამ დროის განმავლობაში ექიმები პაციენტის მდგომარეობას ყურადღებით დააკვირდებიან.

პროცედურის ფარგლებში დონორის უჯრედები პაციენტის ლიმფურ კვანძებში შეიყვანეს. შემდგომში ეს უჯრედები მრავლდება და ახალ ღვიძლად ყალიბდება.

“ისტორიაში პირველად, ლიმფური კვანძები როგორც ცოცხალი ბიორეაქტორები ისე გამოვიყენეთ. შედეგად ახალი ორგანოს რეგენერირება ხდება”, — თქვა დოქტორმა მაიკლ ჰაფორდმა, LyGenesis-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა.

“მინიატიურული ღვიძლის” ზრდის პროცედურა

ეს პროცედურა ღვიძლის ჯანსაღ უჯრედებს იყენებს. ეს უჯრედი (ჰეპატოციტები) ღვიძლის მასის დაახლოებით 80%-ია და ასრულებს სხვადასხვა უჯრედულ ფუნქციას, მათ შორის მეტაბოლურს.

პროცედურის ფარგლებში მეცნიერებმა უჯრედები პაციენტის მუცლის ზედა ლიმფურ კვანძებში მოათავსეს. საუბარია ლობიოს ფორმის პატარა სტრუქტურებზე, რომელიც იმუნური სისტემის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

გარდა მუცლისა, ლიმფური კვანძები ასევე გვხვდება კისერსა და გულმკერდში. შესაბამისად, მკვლევრებმა პაციენტის ლიმფურ კვანძში უჯერდები კისრის კათეტერის გამოყენებით შეიყვანეს.

“ასეთ შემთხვევაში ლიმფური კვანძი მოქმედებს როგორც in vivo ბიორეაქტორი, რომელიც ჰეპატოციტებს ფუნქციური ექტოპიური ქსოვილის გამომუშავებაში ეხმარება”, — აღნიშნულია კვლევაში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს უჯრედები რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა გამრავლდეს. შედეგად ღვიძლის უკმარისობის მქონე ადამიანში ლიმფური კვანძები როგორც მეორე ღვიძლის მსგავსი ორგანო ისე იფუნქციონირებს.

ეს ყველაფერი ორგანოების დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ხდება, რომელიც სულ უფრო სერიოზული პრობლემაა.

ყოველწლიურად, მხოლოდ აშშ-ში ათასზე მეტი ადამიანი ღვიძლის გადანერგვის მოლოდინისას კვდება. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ტრანსპლანტაციასაც არ ექვემდებარება. ეს იმიტომ, რომ ისინი მსგავსი პროცედურებისთვის ზედმეტად დასუსტებულები არიან და მას უბრალოდ ვერ უძლებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
ბიოლოგიამედიცინა

შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელმაც რეზისტენტული ბაქტერიები სრულად გაანადგურა

მეცნიერებმა რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების გასანადგურებლად სრულიად ახალ გზას მიაგნეს.

ანტიბიოტიკების ახალი კლასი შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს. ის ჯერ მხოლოდ თაგვებზე გამოცადეს, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

უნიკალური წამალი, ისევე როგორც ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი სხვა საშუალებები, მიზანში გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ორმაგ მემბრანას იღებს. ასეთი ბაქტერიების სიაშია ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli), რომელიც ნაწლავებისა და სისხლის ინფექციებს იწვევს. ასევე ასეთი ბაქტერიაა Klebsiella pneumoniae, რომელიც ფილტვის, შარდის ბუშტისა და სისხლის ინფექციების გამომწვევია.

გრამ-დადებითი ბაქტერიებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც მრავალი მედიკამენტი შეიქმნა, გრამ-უარყოფით ბაქტერიულ უჯრედებს გარშემო მეორე ბარიერიც აკრავთ და ამიტომ, ბაქტერიებს მათ წინააღმდეგ მოქმედება უჭირთ.

ძლიერი გარე მემბრანა ლიპოპოლისაქარიდებს შეიცავს, რომლებიც უჯრედს მთლიანობას ანიჭებს და სხვა ზედაპირთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს — შედეგად, ტოქსინები გარეთ გამოდის, ხოლო საკვები ნივთიერებები შიგნით ხვდება.

უკვე წლებია, მეცნიერები ამ ლიპიდური მემბრანების დაშლას ცდილობენ. სწორედ ესაა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი. თუმცა, შვედეთში ჩატარებული ეს კვლევა პირველია, რომელმაც ფერმენტი LpxH ამოიღო მიზანში. ეს ლიპოპოლისაქარიდების მემბრანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა ნაერთების სინთეზს უწყობს ხელს. გრამ-ბაქტერიების 70% სწორედ ამ ფერმენტს იყენებს და ამიტომ ეს შეიძლება იყო შესაბამისი სამიზნე.

ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვებს პრეპარატებისადმი რეზისტენტული E. coli და K. pneumoniae ბაქტერიები შეუყვანეს. ერთი საათის შემდეგ მათ LpxH-ის დამთრგუნველი ნაერთი გაუკეთეს. შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევის ინფექციის მკურნალობა სულ რაღაც ოთხ საათში იყო შესაძლებელი.

“ამ პროცესში ბაქტერიები თაგვების სისხლში გავრცელდა. შედეგად, ამ ნაერთს აღმოაჩნდა უნარი სრულად შეამციროს საშიში ბაქტერიების რაოდენობა და ეს მხოლოდ ერთჯერადი დოზის გამოყენებით”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებმა JEDI-1444 ნაერთით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაერთმა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურების მხრივ შესანიშნავი შედეგები აჩვენა, ის სტაბილური არ აღმოჩნდა.

რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, ჯგუფმა ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო EBL-3599 და EBL-3647 ნაერთების შემთხვევაში.

ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ეს ბაქტერია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. 2019 წელს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან დაღუპულთა რაოდენობა დიდი გახლდათ და ეს სიკვდილიანობის მესამე მთავარი მიზეზი იყო. 2050 წლისთვის ეს რაოდენობა გაიზრდება და მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10 მილიონი იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერიები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობას იმუშავებენ, შესაბამისად ახალი მეთოდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2017 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წამლისადმი მდგრადი პათოგენების სია გამოაქვეყნა და აქ მოწინავე ადგილზე სწორედ E. coli და Klebsiella pneumoniae ბაქტერიები იყო.

კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს

 

ესპანეთის ჰოსპიტალში პაციენტების თერაპიისთვის ძაღლები მიიწვიეს. ჰოსპიტალი, სახელად დელ მარი, ბარსელონაში მდებარეობს. ორი ოთხფეხა მეგობარი, ვიდა და ლუ უკვე ორი კვირაა, პროგრამაში მონაწილეობენ. როგორც ფსიქოლოგები და მედიკოსები ამბობენ, ინიციატივა წარმატებით მიმდინარეობს.

„ისინი მოწყენისა და უიმედობის უფლებას არ გვაძლევენ. მათთან გატარებული დრო დღის საუკეთესო ნაწილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიდაც და ლუც საკუთარი ძაღლის მონატრების დაძლევაში მეხმარებიან, რომელიც სახლში დავტოვე და, იმედია, მალე დავუბრუნდები”, – ამბობს პაციენტი, ჯოელ ბუენო.

თერაპიული ძაღლების საექსპერიმენტო პროექტის ავტორი ადგილობრივი დაწესებულება, Affinity Foundation-ია. მათი მისია შინაური ცხოველების ჩართულობით ადამიანების და, ამ შემთხვევაში, მძიმე დაავადებების მქონე პაციენტების ემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. ძაღლები თითოეულ პალატას ყოველ კვირას, 15-20 წუთის განმავლობაში სტუმრობენ.

მკვლევრებმა ექსპერიმენტული პროექტის დაწყებამდე პაციენტების ნერწყვის ნიმუშები შეაგროვეს, რათა ის პროექტის ბოლოს აღებულ მასალას შეადარონ და გამოიკვლიონ, რა გავლენას ახდენს შინაურ ცხოველთან ურთიერთობა სტრესის ინდიკატორების (მაგალითად, კორტიზოლის) გამოყოფაზე, მეორე მხრივ კი, ბედნიერებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული ჰორმონების – ოქსიტოცინისა და სეროტონინის – რაოდენობაზე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შეიქმნა კიბოს შერჩევით გამანადგურებელი ნანონაწილაკები

მეცნიერებმა შექმნეს ცილოვანი მიკრომასალები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ათავისუფლებენ ნანონაწილაკებს,

რომლებიც თავს ესხმიან და ანადგურებენ კიბოს სპეციფიკურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Advanced Science.

 

ახალი ტექნოლოგია იმიტირებს ადამიანის ენდოკრინული სისტემის სეკრეტორულ გრანულებს. მისი ქიმიური სტრუქტურა მოიცავს თუთიის იონების საკოორდინაციო ნაერთს და ჰისტიდინით მდიდარ დომენს, აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც მრავალი ფერმენტის აქტიური უბნის ნაწილია.

მათი ბუნებრივი კოლეგების მსგავსად, ეს სინთეზური სტრუქტურები ათავისუფლებენ ბიოლოგიურად აქტიურ ცილებს ნელი თვითდეგრადაციის პროცესის დროს, რომელიც ხდება in vitro და in vivo მიღებისას. ეს ცილები, ნანონაწილაკების სახით, მიზნად ისახავს კიბოს უჯრედების სპეციფიკური ტიპების შერჩევით განადგურებას.

 

მკვლევარებმა გააანალიზეს ამ მასალების მოლეკულური სტრუქტურა და სეკრეციის პროცესის დინამიკა როგორც in vitro, ასევე in vivo.

 

მეცნიერებმა აჩვენეს სისტემის მაღალი ეფექტურობა კოლორექტალური კიბოს ცხოველურ მოდელში კანქვეშ შეყვანისას.

ასევე, ის, თუ როგორ გროვდებოდა გამოთავისუფლებული ცილის ნანონაწილაკები სიმსივნურ ქსოვილებში.

 

მეცნიერთა აზრით, მეთოდი უზრუნველყოფს სიმსივნურ ქსოვილებში წამლის მაღალ დონეს, რაც თავიდან აიცილებს განმეორებით ინტრავენურ ინექციებს.

წყარო: მკურნალი

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინამსოფლიო

ჯანმო – ფრინველის გრიპის ადამიანებში მზარდი გავრცელება შემაშფოთებელია – მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შემუშავების მიზნით

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეშფოთება გამოხატა H5N1 ფრინველის გრიპის მზარდი გავრცელების გამო ახალ სახეობებზე, მათ შორის ადამიანებზე, რომლებსაც სიკვდილიანობის “არაჩვეულებრივად მაღალი” მაჩვენებელი აქვთ.
”ვფიქრობ, ეს უზარმაზარ შეშფოთებას იწვევს”, – განუცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა ჯერემი ფარარმა ჟურნალისტებს.
ფრინველის გრიპის ამჟამინდელი აფეთქება 2020 წელს დაიწყო და ათობით მილიონი ფრინველის დაღუპვა გამოიწვია, დაინფიცირდნენ გარეული ფრინველებიც, ასევე ხმელეთისა და ზღვის ძუძუმწოვრები.
აღსანიშნავია, რომ ამ სიას ცოტა ხნის წინ ძროხები და თხებიც შეუერთდნენ, რამაც სპეციალისტების გაკვირვება გამოიწვია, რადგან მანამდე ისინი ამ ტიპის გრიპის მიმართ მგრძნობიარეებად არ მიიჩნეოდნენ.
„A (H5N1) შტამი გლობალური ზოონოზური ცხოველების პანდემია გახდა“, – აღნიშნაფარარმა.
მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს ის, რომ ვირუსი ვითარდება და ადამიანების დაინფიცირების უნარს იძენს, შემდეგ კი, შესაძლოა, ადამიანიდან ადამიანზეგადაცემაც დაიწყოს, თუმცა, ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ A(H5N1) ტიპის გრიპის ვირუსი  ადამიანებს შორის ვრცელდება.
ამასთან, ჯერემი ფარარის განმარტებით, ასობით შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ცხოველებთან კონტაქტის შედეგადდაინფიცირდნენ, “სიკვდილობის მაჩვენებელი არაჩვეულებრივად მაღალია”, თქვა ფარარმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წლიდან მიმდინარესწლის 1-ელ აპრილამდე პერიოდში, მსოფლიოს 23 ქვეყანაში, ადამიანების დაინფიცირების 889 შემთხვევიდან 463ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 52 პროცენტი შეადგინა.
ჯერემი ფარარმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ძალისხმევა H5N1-ის ვირუსისვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების შემუშავების მიზნით და დასძინა, რომ აუცილებელია, რეგიონულ და ეროვნულ ჯანდაცვის ორგანოებს მთელ მსოფლიოში ვირუსის დიაგნოსტიკის საშუალება ჰქონდეთ.
მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ თუ H5N1 ვირუსი ადამიანებიდან ადამიანებზე გადასვლას დაიწყებს, მსოფლიო „მყისიერი რეაგირების პოზიციაში“ იყოს. ფარარის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინებზე, თერაპიულ საშუალებებსა და დიაგნოსტიკაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა არსებობდეს.

წყარო : sciencealert.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

ზოგიერთი ბავშვი სპინა ბიფიდას დიაგნოზით იბადება. რას ნიშნავს ხერხემლის ეს დეფექტი და როგორ ვიცხოვროთ მასთან ერთად?

სპინა ბიფიდა საკმაოდ იშვიათი დაავადებაა და ამიტომაც მის შესახებ ბევრს არც სმენია. ეს არის დეფექტი, რომლის დროსაც ნაყოფის ნერვული მილი არ ვითარდება ან სათანადოდ არ იხურება. ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დარღვევა – ზურგის ტვინის დიდი თიაქარით დაწყებული (რაც ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს), ხერხემლის მცირე დეფექტით დამთავრებული (ამის შესახებ ადამიანმა შეიძლება ვერც ვერასდროს გაიგოს, რადგან ის ულტრაბგერითი დიაგნოსტირების დროსაც კი არ ჩანს).

დაზიანების ადგილმდებარეობისა და ხარისხიდან გამომდინარე, სპინა ბიფიდამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

–    მოძრაობის დარღვევები, რაც ფეხის კუნთების სისუსტით ან მათი სრული უმოძრაობით არის განპირობებული. ამ შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური მოწყობილობა, ხელჯოხი ან ეტლი;
–    შარდისა და განავლის შეუკავებლობის პრობლემები. ამან შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა საშარდე გზების ინფექცია, ჰიდრონეფროზი და სხვა.

სპინა ბიფიდას მქონე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მკურნალობისა და დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული. ბოლო წლებში მედიცინის განვითარების შედეგად, სპინა ბიფიდას მწვავე ფორმის დროსაც კი სულ უფრო ნაკლები ბავშვი იღუპება. სტატისტიკის მიხედვით, 70% -ზე მეტი სიცოცხლეს ინარჩუნებს. სპინა ბიფიდას მქონე ადამიანებში, რომლებიც დიდ ბრიტანეთში 1963-დან 1971 წლამდე დაიბადნენ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 29 წელს შეადგენდა. თავად კვლევა 50 წელს გაგრძელდა და პუბლიკაციის გამოქვეყნების დროს მონაწილეთა 32% ცოცხალი იყო.

სპინა ბიფიდას შემთხვევაში ინტელექტი დიდად არ ზარალდება: შესაბამისი ინდიკატორები ხშირად საშუალოზე დაბალია, მაგრამ მაინც ნორმის ფარგლებშია. ამავდროულად, ასეთ ბავშვებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად აქვთ, კერძოდ, რაღაცის დამახსოვრების შედარებით ცუდი უნარის გამო.

სპინა ბიფიდას პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია, რომ ყველა ქალმა, რომელიც შეიძლება დაორსულდეს, მუდმივად მიიღოს ფოლიუმის მჟავა: რატომღაც ფოლატის დეფიციტი სპინა ბიფიდას განვითარების რისკს ზრდის. დეფექტი ჩასახვიდან მესამე-მეოთხე კვირას ვითარდება. ეს ის პერიოდია, როცა ბევრმა ქალმა შეიძლება ორსულობის შესახებ ჯერ არაფერი იცოდეს და ფოლიუმის მჟავასაც არ იღებდეს. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მეთოდი სპინა ბიფიდას განვითარების რისკს მხოლოდ ამცირებს, მაგრამ არ გამორიცხავს.

 

თუ ჩვილს სპინა ბიფიდა დაუფიქსირდა, დაიწყეთ აბილიტაცია!

 

პირველ რიგში განვმარტოთ, რა არის აბილიტაცია. რეაბილიტაციისგან განსხვავებით, ეს არ არის დაკარგული უნარების აღდგენა, არამედ იმის შეძენა, რაც ადამიანს არც ჰქონია. გადაადგილებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ცხოვრების ხარისხი რომ არ გააუარესოს, ფიზიკური თერაპევტის დახმარებით რეგულარული ვარჯიში არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი. ეს პაციენტს საშუალებას მისცემს,  ყოველდღიური საქმეების მაქსიმალურ რაოდენობას გაუმკლავდეს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საბოლოოდ სიარულს ყველა ბავშვი ვერ შეძლებს, მაშინაც კი, თუ მათთან სპეციალისტები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

იდეალურ შემთხვევაში, ფიზიკურმა თერაპევტმა ბავშვთან მუშაობა რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოს. მომავალში ამის გაკეთება შეუძლიათ მშობლებს, რომლებსაც  ზედამხედველობას სპეციალისტი გაუწევს. თუ ბავშვი კურსს მხოლოდ ექვს თვეში ერთხელ გადის, ხოლო დანარჩენ დროს არანაირი დატვირთვა არ აქვს, მაშინ შედეგი უმნიშვნელო იქნება. ამიტომაც ფიზიკურ თუ ოკუპაციურ თერაპევტთან მუშაობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ ბავშვს სიარული არ შეუძლია ან გადაადგილება ვერ გამოსდის ისე, როგორც სურს, საჭიროა, რომ მას კომფორტული ეტლი ჰქონდეს.

 

მიეცით ბავშვს მაქსიმალური დამოუკიდებლობა!

 

სპინა ბიფიდას მქონე მრავალი ადამიანი, სამედიცინო მიღწევების წყალობით, იზრდება, სწავლობს, მუშაობს და მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრობს. როგორ შეიძლება ეს მოხდეს, ამერიკის სპინა ბიფიდას ასოციაციის მასალებში დეტალურად არის აღწერილი.

ამიტომაც თავიდანვე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს მივცეთ საშუალება გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც  თავად შეუძლია და აღვზარდოთ ის, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი და არა –  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვაზე დამოკიდებული პიროვნება. მაგალითად, სკოლის ასაკში კარგი იქნება, რომ ბავშვს კათეტერის დამოუკიდებლად დაყენება შეეძლოს. ასეთ დროს მას სკოლაში რეგულარული სიარული შეეძლება. მნიშვნელოვანია მივცეთ ბავშვს არჩევანის საშუალება – ვუამბოთ მას დაავადების შესახებ, ჩაერთოს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში, წავახალისოთ მისი ინტერესი ამა თუ იმ სფეროს მიმართ (სპორტი, მუსიკა და სხვ.), მივცეთ საკუთარ თავზე ზრუნვის საშუალება (მაგალითად, შხაპი თვითონ მიიღოს), იმოძრავოს სხვისი დახმარების გარეშე, მიმართოს ექიმს. ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, მას დაეხმარება დამოუკიდებელი გახდეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი კლასი, რომელმაც რეზისტენტული ბაქტერიები სრულად გაანადგურა

მეცნიერებმა რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების გასანადგურებლად სრულიად ახალ გზას მიაგნეს.

ანტიბიოტიკების ახალი კლასი შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს. ის ჯერ მხოლოდ თაგვებზე გამოცადეს, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ამას ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიების დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ექნება.

უნიკალური წამალი, ისევე როგორც ამჟამად შემუშავების პროცესში მყოფი სხვა საშუალებები, მიზანში გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ორმაგ მემბრანას იღებს. ასეთი ბაქტერიების სიაშია ნაწლავის ჩხირი (Escherichia coli), რომელიც ნაწლავებისა და სისხლის ინფექციებს იწვევს. ასევე ასეთი ბაქტერიაა Klebsiella pneumoniae, რომელიც ფილტვის, შარდის ბუშტისა და სისხლის ინფექციების გამომწვევია.

გრამ-დადებითი ბაქტერიებისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც მრავალი მედიკამენტი შეიქმნა, გრამ-უარყოფით ბაქტერიულ უჯრედებს გარშემო მეორე ბარიერიც აკრავთ და ამიტომ, ბაქტერიებს მათ წინააღმდეგ მოქმედება უჭირთ.

ძლიერი გარე მემბრანა ლიპოპოლისაქარიდებს შეიცავს, რომლებიც უჯრედს მთლიანობას ანიჭებს და სხვა ზედაპირთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს — შედეგად, ტოქსინები გარეთ გამოდის, ხოლო საკვები ნივთიერებები შიგნით ხვდება.

გრამ-უარყოფითი ბაქტერიული უჯრედის კედლის დიაგრამა გარე მემბრანაში დამაგრებული ლიპოპოლისაქარიდებით.

ფოტო: Dahl/Wikipedia

უკვე წლებია, მეცნიერები ამ ლიპიდური მემბრანების დაშლას ცდილობენ. სწორედ ესაა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების ფუნქციონირებისთვის გადამწყვეტი. თუმცა, შვედეთში ჩატარებული ეს კვლევა პირველია, რომელმაც ფერმენტი LpxH ამოიღო მიზანში. ეს ლიპოპოლისაქარიდების მემბრანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვა ნაერთების სინთეზს უწყობს ხელს. გრამ-ბაქტერიების 70% სწორედ ამ ფერმენტს იყენებს და ამიტომ ეს შეიძლება იყო შესაბამისი სამიზნე.

ექსპერიმენტის ფარგლებში, თაგვებს პრეპარატებისადმი რეზისტენტული E. coli და K. pneumoniae ბაქტერიები შეუყვანეს. ერთი საათის შემდეგ მათ LpxH-ის დამთრგუნველი ნაერთი გაუკეთეს. შედეგებმა აჩვენა, რომ სისხლის მიმოქცევის ინფექციის მკურნალობა სულ რაღაც ოთხ საათში იყო შესაძლებელი.

“ამ პროცესში ბაქტერიები თაგვების სისხლში გავრცელდა. შედეგად, ამ ნაერთს აღმოაჩნდა უნარი სრულად შეამციროს საშიში ბაქტერიების რაოდენობა და ეს მხოლოდ ერთჯერადი დოზის გამოყენებით”, — აღნიშნულია კვლევაში.

მკვლევრებმა JEDI-1444 ნაერთით დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაერთმა გრამ-უარყოფითი ბაქტერიების განადგურების მხრივ შესანიშნავი შედეგები აჩვენა, ის სტაბილური არ აღმოჩნდა.

რამდენიმე მოდიფიკაციის შემდეგ, ჯგუფმა ბევრად უკეთესი შედეგი მიიღო EBL-3599 და EBL-3647 ნაერთების შემთხვევაში.

ეს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ეს ბაქტერია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. 2019 წელს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციებისგან დაღუპულთა რაოდენობა დიდი გახლდათ და ეს სიკვდილიანობის მესამე მთავარი მიზეზი იყო. 2050 წლისთვის ეს რაოდენობა გაიზრდება და მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა წელიწადში 10 მილიონი იქნება.

ჩვენ ვიცით, რომ ბაქტერიები მედიკამენტების მიმართ რეზისტენტულობას იმუშავებენ, შესაბამისად ახალი მეთოდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

2017 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) წამლისადმი მდგრადი პათოგენების სია გამოაქვეყნა და აქ მოწინავე ადგილზე სწორედ E. coli და Klebsiella pneumoniae ბაქტერიები იყო.

კვლევა PNAS-ში გამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

წამალი, რომელიც პარკინსონის პროგრესირებას ანელებს? — ახალი კვლევის შედეგები

პარკინსონი პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 10 მილიონ ადამიანს აქვს. მისი განკურნების მეთოდი ჯერ არაა შემუშავებული, სიმპტომები კი კანკალს, შენელებულ მოძრაობას, ბალანსის დაცვისა და მეტყველების პრობლემებს მოიცავს, რაც დროთა განმავლობაში უარესდება.

ახალი კვლევა ასეთი პაციენტებისთვის იმედის მომცემია, რადგან მეცნიერთა მიერ გამოცდილმა პრეპარატმა პარკინსონთან ასოცირებული გართულებული მოძრაობის პროგრესირება გარკვეულწილად შეანელა. ეს მედიკამენტი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, GLP-1 რეცეპტორის გამააქტიურებელი ფარმაკოლოგიური საშუალებების ტიპს მიეკუთვნება და ნეირონების დაცვის პოტენციალი აქვს.

ესაა ლიქსისენატიდი, რომელიც Adlyxin-ისა და Lyxumi-ს ბრენდის სახელით იყიდება. კლინიკურ კვლევაში პარკინსონის ადრეული სტადიის მქონე 156 ადამიანი ჩართეს, რომელთა ნაწილსაც ამ პრეპარატს აძლევდნენ (ინიექციის სახით), ნაწილს კი — პლაცებოს. ერთ წელში პირველ ჯგუფში შემავალი პაციენტების მდგომარეობის ანალიზმა აჩვენა, რომ მათ, მეორე ჯგუფისგან განსხვავებით, მოძრაობის პრობლემები არ გართულებიათ.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ეფექტი ძნელად შესამჩნევია და მხოლოდ პროფესიონალების მიერ შეიძლება, გამოვლინდეს. ამისთვის სპეციალისტებმა პაციენტებს რამდენიმე დავალება მისცეს, მაგალითად, მათ წინ უნდა გაევლოთ, ფეხზე ამდგარიყვნენ, ხელები აემოძრავებინათ და ა.შ.

მეცნიერების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დაავადება ნელა პროგრესირებს, არაა გამორიცხული, დამატებით 1 წელში მედიკამენტის დადებითი გავლენა უფრო კარგად გამოჩნდეს. ისინი ამბობენ, რომ ეს პირველი ასეთი “მკაფიო” შედეგია, რომელიც ნეიროდამცველობითი ეფექტით შეიძლება, აიხსნას. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ის ექსპერტებისგან მსგავს შეფასებას ჯერ, ალბათ, ვერ მიიღებს.

რაც შეეხება პრეპარატის უკუჩვენებებს, ყველაზე მეტად ეს იყო თავბრუსხვევა, გულისრევა და გულძმარვა. ასევე, კვლევის საკმაოდ ბევრ მონაწილეს წონის კლებაც დაუფიქსირდა. მეცნიერები ამბობენ, რომ პარკინსონის სამკურნალოდ ამ მედიკამენტის გამოსაყენებლად კიდევ ბევრი ცდის ჩატარებაა საჭირო, რათა მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაში დავრწმუნდეთ.

ახალი ნაშრომი გამოცემაში New England Journal of Medicineგამოქვეყნდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

სრულად ნახვა
კვლევებიმედიცინა

მეცნიერებმა სიმსივნის განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს

ამერიკელმა მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალი მეთოდი აღმოაჩინეს | მათ სიმსივნის უჯრედებს ინფრაწითელი სხივი მიანათეს, რის შედეგად მოლეკულებმა სინქრონულად ვიბრირება დაიწყეს და მათი მემბრანები განადგურდა.

რაისის უნივერსიტეტის და ტეხასის უნივერსიტეტის კვლევითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა მოლეკულური მანქანის გაუმჯობესებული ვერსიაა, რომელიც ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედების სტრუქტურას ანადგურებს და კიბოს ამარცხებს.

კვლევის დროს მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოყვანილი სიმსივნური უჯრედების 99%-ის განადგურება შეძლეს. მკვლევარებმა ექსპერიმენტები თაგვებზე ჩაატარეს და მათი 50% სიმსივნისგან განიკურნა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
მედიცინა

პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, კლინიკიდან უკვე გაწერეს

62 წლის რიკ სლე­ი­მა­ნი პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ღო­რის თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გეს. მას ოპე­რა­ცია მა­სა­ჩუ­სეტ­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩა­უ­ტარ­და. კაცი სახ­ლს ინო­ვა­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ და­უბ­რუნ­და. ექი­მე­ბის თქმით, ის თავს კარ­გად გრძნობს.

ღო­რის ორ­გა­ნო­ე­ბის ადა­მი­ა­ნის­თვის ტრან­სპლან­ტა­ცია აქამ­დეც უც­დი­ათ, თუმ­ცა ყვე­ლა მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო. პრო­ცე­დუ­რის წარ­მა­ტე­ბას კი ახლა მეც­ნი­ე­რე­ბი ასე აფა­სე­ბენ – “ის­ტო­რი­უ­ლი ეტა­პი ტრან­სპლან­ტა­ცი­ის სფე­რო­ში”.

მე­დი­კო­სე­ბის ცნო­ბით, პა­ცი­ენ­ტი ებ­რძო­და თირკმე­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბას და ავად­მყო­ფო­ბა ბოლო სტა­დი­ა­ში იყო, ამი­ტომ სა­ჭი­რო­ებ­და ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვას. ექი­მებ­მა კი ღო­რის გე­ნე­ტი­კუ­რად მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თირკმე­ლი გა­და­უ­ნერ­გეს. ოპე­რა­ცია 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

მე­დი­კო­სე­ბის თქმით, ორ­გა­ნო ჩვე­უ­ლებ­რივ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მა­მა­კაცს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ აწუ­ხებს.

“სა­ა­ვად­მყო­ფოს და­ტო­ვე­ბა და სახ­ლში წას­ვლა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში”, – თქვა პა­ცი­ენ­ტმა.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

სრულად ნახვა
1 2 3 91
Page 1 of 91