close
ეს საინტერესოაისტორიასაქართველო

ბოლშევიკების დამამარცხებელი ქართველი გენერლის ისტორია

არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს , რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“
“ბრძოლაში ცალკეული ნაწილი კი არა, მთელი ერი დასახელმწიფოა ჩაბმული“

გიორგი კვინიტაძე დაიბდა დაღესტანში სამხედრო ოჯახში, მამაპოლკოვნიკი ივანე კვინიტაძე (საინტერესო ფაქტია ის, რომ მამამისი 13 წლამდე ჩიქოვანის გვარს ატარებდა თუმცა უცნობი მიზეზების გამო, შემდეგ გვარი კვინიტაძედ გადაუკეთებია) დედა -პელაგიასუალაძე.
მომავალი ქართველი გენერლის სამხედრო კარიერა ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო, როცა ის თბილისი კადეტთა კორპუსში მიაბარეს, სწავლა პეტერგურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო. სასწავლებელი 1894 წელს დაასრულა ოფიცრის ჩინით.

პირველი სამხედრო სამსახური მისთვის იყო ვლადიკავკაზის 153-ე პოლკი. რუსეთ იაპონიის ომის დაწყებისთანავე ის თავისი ნებით ჩაერთო ომში. 1907-09 წლებში სწავლობდა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში. მისი დამთავრებისთანავე მანკაპიტნის წოდება მიიღო. სამხედრო სამსახური კი კავკასის სახედრო ოლქის შტაბში დაიწყო. პირველმსოფლიო ომში გორგი კვინიტაძე დივიზიის შტაბის უფროსი გახლდათ ხოლო 1916 წელს მანპოლკოვნიკის წოდება მიიღო და მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურობა ჩაიაბარა.

არზრუმისათვის გამართულ ბრძოლაში წარმატებულად განხორციელებული სამხედრო ოპერაციის გამო გიორგი კვინიტაძე დააჯილდოვეს: ოქრის ვადიანი ხმლით, წმ.გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით და გენერლის წოდებით.

გენერალ მაიორმა გიორგი კვინიტაძემ 1918 წელს უარი განაცხადა რუსულ ჯარში გაეგრძელებინა სამხედრო სამსახური (რეალურად რუსეთში სამეფო ხელისუფლების ერთგული მსახურების დევნა დაიწყო) და დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა ქართული არმიისა შექმნასა დაფორმირების საქმეში.

1918 წელს მისი მეთაურობით (ის გახლდათ სამხედრო შტაბის მეთაური) დაამარცხეს სომხეთის არმია. 1919 წელს კვინიტაძემ დაამარცხა თურქები, მან გაანადგურა სევერ ბეგი რაც ვერ მოახერხა გენერალმა მაზნიაშვილმა. სწორედ ამ პერიოდში საქრთველოს თავდაცვის მინისტრმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ მას სამხედრო სკოლის ჩამოყალიბება სთხოვა. ქართველი გენერლის ძალისხმევით შეიქმნა იუნკერთა სასწავლებელი (სამხედრო სკოლა), რომლის პირველი ხელმძღვანელი თვითონ გახლდათ. სამწუხაროდ, გენერალს არ ენდობოდა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, მათ ეშინოდათ სამხედროთა ხელში ძალუფლების მომძლავრებისა, ამასთანავე მეფის რუსეთის ჯარში მოღვაწე გენერლები რუსოფილებად აღიქმებოდნენ და მათ მონარქისტობაში დებდნენ ბრალს. რის გამოც გენერალი კვინიტაძე რამდენჯერმე გადადგა.1921 წლის თებერვალში შექმნილი უმძიმესი ვითარესი გამო ნოე ჟორდანიამ მას თხოვნით მიმართა დასარდლობა ისევ ჩააბარა.

მხოლოდ ბრძოლა შეიძლებოდა, მხოლოდ 

თბილისის ევაკუაციაზე უნდა გვეფიქრა, 

უნდა დაგვეცვა იარაღის ღირსება,

რომელსაც ბრძოლის დასაწყისშივე 

უზარმაზარი ჩრდილი მიადგა“

(გენერალიგ.კვინიტაძე)

მე-11 არმიის შესახებ ცნობა საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 1920 წლის ნოემბერში ჰქონდა, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ ცნობას უგულისყუროდ მოეკიდა.
აღსანიშნავია ის, რომ როდესაც მეცხრე, მერვე, მეათე და მეთერთმეტე არმიებმა საქართველოს თითქმის ყველა მხიდან შემოუტიეს, სამხრეთ დასავლეთ საქართველოს ოკუპაცისათვის დაიძრა თურქეთიც,რომელიც ბოლშევიკებთან შეთანხმებულად მოქმედებდა. თურქეთმა ულიტიმატუმი წაუყენა საქართველოს მთავრობას, რაც ფაქტიურად ომის გამოცხადებას ნიშნავდა.11 თებერვალს ღამით ლორეს რაიონში მდგარ ქართულ ნაწილებზე იერიში მე -11 არმის ნაწილებმა მიიტანა, ვითომ ადგილობრივი სომხური ბოლშევიკური მოძრაობის სახით. 12- დან 15 თებერვლამდე ბოლშევიკური ნაწილები უპრობლემოდ მოიწევდნენ თბილისისაკენ (უმნიშვნელო დანაკარგებით) 15 თებერვალს კი ბოლშევიკების დამამარცხებელ გენრალს დაურეკეს (1920 წელს კვინიტაძემ დაამარცხა ბოლშევიკების არმია და ერთ წლით გადადო საქართველოს ოკუპაცია, თუმცა ხელისუფლებასთან უთანხმოების გამო გადადგა) გენერალ ნოე ჟორდანიას თხოვნა ვალიკო ჯუღელმა გააცნო, რომელიც თავის დროზე დიდი სიხარულით შეხვდა გიორგი კვინიტაძის გადაგომას. ვითარების გაცნობის შემდეგ გენრალმა ნოე ჟორდანიას საპასუხოდ გადასცა, რომ ომი წაგებული იყო თუმცა უნდა ებრძოლათ. თბილის დაცვის ორგანიზებას იმ დღესვე შეუდგა. მანგლისის გაზატკეცილზე მე -4 პოლკის ორი ასეული, ტაბახმელის მონაკვეთზე გენერალ ანდრონიკაშვილის მეთაურობით სამხედრო სკოლის კურსანტები და უნტერ ოფიცერთა ბატალიონები განალაგა. ნავთლუღის მონაკვეთს გენერალ ჯიხიას სახალხო გვარდია, შავნაბდას მონასტრიდან მდინარე მტკვარამდე კი თბილისს გენერელი მაზნიშვილი იცავდა. როგორც კვინიტაძის მოგონებებიდან ირკვევა მას და გენერალ მაზნიშვილს ძალიან კარგი ურთერთობა ჰქონდათ, სწორედ მას ანდო ყველაზე ცხელი წერტილი, სადაც გამარჯვებაქართულ ჯარს ჰაერივით სჭირდებოდა, მაზნიაშვილს ბრწყინვალე მოქმედეებით ბოლშევიკთა იერიშებირამდენჯერმე იქნა მოგერიებული ბოლოს თვითონ გადავიდა შეტევაზე და 1600 კაცი იგდო ტყვედ. გენერალ მაზნიაშვილის მიერ მოპოვებული წარმატების შემდეგ ბოლშევიკებმა იერში მიიტანეს გენერალ ჯიხიას არმიაზე თუმცა გენერალმა დაამარცხა რუსები და ფრონტზე 10 კილომეტრით წინ წაიწია, მაგრამ მტრის დასვენებული ახალი არმიის გამოჩენის შემდეგ უკან დაიხია. მიუხედავად უდიდესი გმირობებისა ბოლშევიკთა მრავალმრიცხოვნობამ და უკეთესმა შეირაღებამ (საერთო ჯამში- 36000 ფეხოსანი ჯარისკაცი, 4300 კავალერისტი 196 ქვემეხი, 1065 ტყვიამფრქვევი, 5-7 ჯავშნიანი მატარებელი, 4 ტანკი 50-ამდე თვითმფრინავი) თავისი გააკეთა შეთხელებული ქართული არმია, მომავალ იერიშებს ვეღარ გაუძლებდა, გაწელილი ფრონტის ხაზი უმალ დაირღვეოდა. საქართველოს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ უკან დახევის და თბილისის ევაკუაციის ბრძანება გასცა.

სწორი იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება? მიმაჩნია რომ სწორი იყო, ისტორიულადაც ცნობილია რომ თბილისის მტრის ხელში ჩავარნა და ერის დამორჩილებას როდი ნიშნავდა…დედაქალაქის დატოვა ომის დასრულებას არ მოასწავებს, ვინაიდან ბრძოლაში ცალკეული ნაწილები კი არა, მთელი ერი და სახელმწიფოა ჩართული“ (გიორგი კვინიტაძე) სამწუხაროდ ბრძოლის გაგრძელება ვერ მოხერხდა საქართველოს მთავრობა და მათ შორის გენრალი გიორგი კვინიტაძე ემიგრაციაში წავიდა.
გენერალს მის მეუღლესაგან (თავადის ასული მარიამ მაყაშვილი) ჰყავდა სამი ქალიშვილი: ლიდა, თამარი და ნინო, (სწორედ ნინოს ქალიშვილი მარიამ დამბო გახლდათ ფრანგული კინოს ვარსკვლავი.) მას ძალიან უჭირდა სამი შვილის რჩენა ამიტომაც იძულებული იყო, ქარხანაში ემუშავა მუშად. ჭრილობების გაურარესების გამო ის ამ საქამიანობას ვეღარ გააგრძელებდა , ოჯახი კატასტროფისგან იხსნა ბავშვების ძიძამ ბაბალემ, რომელიც საოცარ მაწონს ამზადებდა. გიორგი კვინიტაძე ერთ-ერთ მოგონებაში იხსნებს, გადაეცით საქართველოში რომ გენერალი მემაწვნე გავხდიო, ის ველოსიპედით არიგებდა მაწონს, რომლიც დიდი პოპულარობით სარგებლოდა. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ მასთან ხშირად დადიოდა საფრანგეთის სახალხო გმირი დიმიტრი ამილახვარი, გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი იხსენებს რომ მამა ხშირად უტარებდა მას ჭადრაკის ქვებით უმაღლეს სამხედრო სტრატეგიულ გაკევთილებსო.
მთელი დარჩენილი ცხოვრება გენერალმა საფრანგეთში გაატარა იგი ღრმად მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზის მახლობლად, დაბა შატუში. 1985 წელს, პარიზში გამომცემლობა YMCA-PRESS-მა დასტამბა გენრელის მემუარები რუსულ ენაზე „მოგონებები:საქართველოს დამოუკიდებლობისწლები,1917-1921“

მე სამსახურზე უარი არასდროს მითქვამს, რაოდენ რთულიც არ უნდა ყოფილიყო მდგომარეობა. დავმხარებოდი სათაყვანებელ სამშობლო საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეს, იყო და არის ჩემიუწმინდესი მოვალეობა“ – გენერალი გიორგი კვინიტაძე
2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ კი სამშობლოში ჩამოასვენეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0