close
ვლევებიედიცინა

WHO: AstraZeneca-ს დადებითი უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი

6050aab908163

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით გამოწვეული თრომბოემბოლიის რისკების ზრდის საკითხის შესწავლას ევროპის წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობით აგრძელებენ.

როგორც WHO აღნიშნავს, ამ ეტაპზე არსებული შეფასებებით, არ დასტურდება, რომ თრომბოემბოლიური მოვლენები AstraZenca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია.

„მიუხედავად აღნიშნული ინფორმაციისა, ევროპის წამლის სააგენტოსთან ერთად ვაგრძელებთ აღნიშნული საკითხის დეტალურ შესწავლას და როგორც კი მოკვლევა დამთავრდება, საზოგადოებას შედეგებს აუცილებლად გავაცნობთ“, – აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ AstraZeneca-ს დადებითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე – უარყოფითი.

„WHO-ს პოზიცია ამჟამად ასეთია – AstraZeneca-ს ვაქცინის დადებითი მხარე ბევრად აღემატება იმ საფრთხეს, რაც მის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს და ბევრად უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს, ვიდრე თავად კორონავირუსს“, აღნიშნულია WHO-ს განცხადებაში.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი