close
ს საინტერესოავლევებიედიცინა

იწვევს თუ არა ორსულობის დროს თევზის ჭამა ნაყოფის აუტიზმს?

b884aba801.images.new_photo.books.fish-dish-herbs753395

 ორსულობის დროს თევზის ჭამა ახალშობილში აუტიზმს არ იწვევს, პირიქით, ორსულობის დროს თევზის ჭამა ჯანსაღი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, – ამის შესახებ ბრისტონის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომლებმაც ახლახან საინტერესო კვლევა ჩაატარეს.

 რამდენიმე წელია მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა თევზით კვების შედეგად დედის ორგანიზმში მოხვედრილი ვერცხლისწყალი ნაყოფის აუტიზმით დაავადების მიზეზი.

 ორსულობის დროს ვერცხლისწყალი პლაცენტის გზით ნაყოფში ხვდება, მასზე ტოქსიკურ ზეგავლენას ახდენს ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს.

 მეცნიერთა ნაწილი ვერცხლისწყლის ორ ძირითად წყაროზე საუბრობს: ორსულობის დროს თევზის დიდი რაოდენობით მიღება და  ვერცხლისწყლის შემცველი თიომერსალი, რომლებიც ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაში შედის. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში თიომერსალი ბავშვთა ვაქცინაციაში აღარ გამოიყენება.

 ერთ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია: აუტიზმი დაკავშირებულია ვერცხლისწყალთან, თუმცა რამდენადაა ამაში თევზით კვება „დამნაშავე“?

 ბრისტონის უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ორსულების სისხლში, რომლებიც თევზს ღებულობენ, ვერცხლისწყლის დონე შედარებით მაღალია, თუმცა ეს მათი შვილების აუტიზმით დაავადების მიზეზი არ გამხდარა.

 რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა მოიქცნენ ორსულები, უნდა მიირთვან თუ არა თევზი? ბრიტანეთისა და არაერთი სხვა ქვეყნის ეროვნული გაიდლაინების თანახმად, ორსულის რაციონი კვირაში თევზის სულ მცირე ორ ულუფას უნდა შეიცავდეს.

წყარო: https://www.sciencealert.com/

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : slid
admin2

The author admin2