close
ატეგორიის გარეშე

20 წლის სალომე უროტაძე – შესაძლოა, ნობელის პრემიაზე წარადგინონ

69876011_2820577134639456_90983848464089088_n

„ხელოვნური ინტელექტი – ეს უცხოპლანეტელია დედამიწაზე და ის ადამიანს არ უნდა შევადაროთ“. „ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გონება მეტად განვითარდეს“ და „ჩვენი გონება მეტად ძლიერია ვიდრე ნებისმიერი კომპიუტერი, ან ტექნოლოგია“, – ამბობს სალომე უროტაძე – 20 წლის AI დეველოპერი, რომელიც ილონ მასკის კომპანიებთან – SpaceX და Neuralink თანამშრომლობს, პარალელურად მუშაობს Microsoft-ში, კვანტური კომპიუტერის შექმნაზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, ფიზიკოსთა ჯგუფის წევრია.

ეს მისი საქმიანობების სრული ჩამონათვალი არაა, გარდა ამისა, ის AI-სა და გეიმ დეველოპმენტის მიმართულებით კურსს კითხულობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, მომავალი წლიდან კი წაიკითხავს მიჩიგანის უნივერსიტეტში, თუმცა თვითონ, ჯერ არც ერთი უნივერსიტეტი დაუმთავრებია. სწავლობს ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით და ამბობს, რომ აგრარულ უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) აკადემიური აქვს აღებული, რადგან ფიზიკურად, დრო არ აქვს. 14 წლის ასაკში ის Yager-თან თანამშრომლობდა. ახლა კი  ცნობილი გახდა, რომ მისი ნამუშევრით (ფიზიკის მიმართულებით), ნობელის პრემიის კომიტეტი დაინტერესდა. „მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად აქტიურად ვარ AI-ზე გადართული, ფიზიკაში ჩემთვის ყველაზე მნიშველოვანი თეორიის წერა დავასრულე, რითიც ნობელის კომიტეტი დაინტერესდა. მიმიწვიეს და სავარაუდოდ, მალე უფრო გრანდიოზულ ამბებსაც გაგაგებინებთ“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა