close
სტორიაულტურააქართველო

1903 წელს აშენებული ჯამეს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

ჯამე

ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფ. ღორჯომში მდებარე 1903 წელს აშენებულ ჯამეს, 2018 წლის 21 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის – ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ჯამე მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტი სოფელ ღორჯომის სოფლის ცენტრში და წარმოადგენს ორსართულიან აჭარული სახლის სახე სხვაობას.ჯამესთან ცალკე შენობაში ფუნქციონირებს ორსართულიანი მედრესე და განბანვის ოთახი, შემობურულია თუნუქის სახურავით, ასევე გარედან ჯამეს კედლებზე ოთხივე მხრიდან აკრულია თუნუქის ფურცლები. ჯამეს მშენებლობა დაწყებულა 1900 წელს და ის 3 წლის განმავლობაში შენდებოდა, ფუნქციონირებს 1903 წლიდან. საშენი მასალები გადმოუტანიათ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტიდან. ჯამე აშენებულია ლაზ აბდი უსტას მიერ. ჯამე ფორმით ოთხკუხაა მისი სიგრძე 22 მეტრია, სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიმაღლე 8.45 მ-ია და დაშენებულია ქვის ცოკოლზე. ჯამეს ისევე როგორ სხვა სააღმსრულებლო დაწესებულებებს 1930 წ. შეუწყვეტია ფუნქციონირება და 1950 წლამდე გამოიყენებოდა სოფლის მაღაზიის საწყობად, ხოლო 1960 -დან 1982 -წლამდე იქ ფუნქციონირებდა მუზეუმი. ჯამეში შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა პირველად ხვდები ტამბურში (კორიდორი) მისი სიგრძე 20მ-ია, სიგანე 3მ სადაც განთავსებულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდერობები. იქ არსებული ცენტრალური კარებით შესაძლებელია სამლოცველო დარბაზში შესვლა, ჯამე აივნიდან გეგმით სწორკუთხაა,სამლოცველო დარბაზი ორსართულიანია და სამი მხრიდან შემოსაზღვრულია აივნებით. სამხრეთით თაღოვანი მიჰრაბით, რომლის წინ ხის ბაქანია. მიჰრაბის თავზე არაბული წარწერაა. დასავლეთით მიმბარია, ხოლო აღმოსავლეთი კათედრა. ცენტრალური სივრცის ჭერი კესონურია. ჭერის ცენტრში დამაგრებულია ხის მოჩუქურთმებული ვარდული. ქოროს ჭერი ბრტყელია. ქორო შემაგრებულია რვა მოჩუქურთმებულ სვეტზე. სამი მხრიდან რიკულებიანი მოაჯირი აკრავს. ქოროზე ასასვლელი კიბეები მოწყობილია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ინტერიერში დეკორატიულად აქცენტირებულია მიჰრაბი, მიმბარი, კათედრა, ქოროს აივანი და სვეტები. მოსართავი ჩუქურთმები შესრულებულია ხის აპლიკაციებითა და ორნამენტებით. შესასვლელი აღმისავლეთიდანაა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2