close
ამოგონება - ინოვაციაომუნიკაციაექნოლოგიები

16 წლის გოგონებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად სპეციალური აპლიკაცია შექმნეს

adetrt4

სამმა 16 წლის ალბანელმა გოგონამ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად აპლიკაცია შექმნა.

აპლიკაცია სახელწოდებით GjejZâ (იპოვე შენი ხმა) ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული საერთაშორისო ტექნოლოგიური კონკურსის გამარჯვებული გახდა.

გოგონათა გუნდის – D3c0ders-ის- მიერ შექმნილი აპლიკაცია  სამი ნაბიჯისგან შედგება : პრობლემის აღმოჩენა, მომხმარებლის გამხნევება და მოქმედების შესაძლებლობა.

თავდაპირველად მომხმარებელი გარკვეულ შეკითხვებს პასუხობს, რისი საშუალებითაც ადგენს, არის თუ არა ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ამის შემდეგ აპლიკაცია მას იმ ქალების ჩვენებებს სთავაზობს, რომლებმაც ძალადობას თავი დააღწიეს.

აპლიკაცია ქალებს ქვეყნის თანამდებობის პირებთან აკავშირებს, რომლებსაც შეუძლიათ ძალადობის მსხვერპლს დაეხმარონ, მოძალადეების წინააღმდეგ კი შემაკავებელი ორდერის გაცემა უზრუნველყონ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ქალებს დასაქმებასა და თავშესაფართან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს.

ქალებს აპლიკაციის ჩამოტვირთვა ტელეფონებში იოლად შეუძლიათ. ალბანეთში მობილური ტელეფონის გამოყენების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. სტატისტიკის თანახმად, 2,8 მილიონიან მოსახლეობაზე 4.63 მილიონი მობილური ტელეფონი მოდის.

ოჯახური ძალადობის პრობლემა ალბანეთში, რომელიც ნატოს წევრი ქვეყანა გახლავთ, ძალიან მწვავედ დგას. ძალადობის მსხვერპლ ქალთა ნაციონალური ცხელი ხაზის უფროსი აირის ლუარასი აცხადებს, რომ სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში ყოველი მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია, ცხელ ხაზზე კი 2018 წელს მხოლოდ 4,000 შეტყობინება შევიდა. ეუთოს მიერ წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ გამოკითხული 10 ქალისგან 9 მიიჩნევს, რომ ძალადობა ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ ძალადობის მსხვერპლთა 97 პროცენტს  დახმარების მიზნით პოლიციისთვის არასოდეს მიუმართავს.

წყარო : Reuters

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი