close
მედიცინა

რომელი პაციენტები ამარცხებენ კოვიდ 19-ს ადვილად – ლევან რატიანი

ლევან რატიანი პაციენტთა იმ კატეგორიაზე საუბრობს, რომლებიც კოვიდ 19-ს გაცილებით მალე და ადვილად ამარცხებენ.
– არა მარტო კოვიდ-19-თან მიმართებაში, არამედ ნებისმიერი დაავადების დაძლევაში და სასიკეთო შედეგის მიღწევაში, პაციენტის ფსიქო-ემოციურ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს მთელ ჩვენს სხეულს და გენერატორის ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქო-ემოციურ სტატუსს დაავადების გამოსავალში, – აღნიშნა ლევან რატიანმა და ამის დასტურად ე.წ ბატონები მოიყვანა.
– ყველამ იცის, წარსულში ბატონებს როგორი დიდი სიფრთხილით ისტუმრებდა ოჯახი. სამეგრელოში ტაფას არ ახურებდნენ, ცეცხლს არ ანთებდნენ, რომ ბატონები არ გაღიზიანებულიყვნენ. მაშინდელმა ხალხმა არ იცოდა ამ ქმედების ბიოლოგიური შინაარსი, მაგრამ დღეს დადასტურებულია, რომ კვამლი, სანელებლების მძაფრი სურნელი, ცხიმოვანი საკვების გაცხელება იწვევს ავტოანტიგენების გამომუშავებას, ალერგიულ რეაქციებს და ეს ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას. სიმშვიდე, სიწყნარე, კარგი განწყობა კი ინფექციურ აგენტზე ძალიან კარგად მოქმედებს, – განაცხადა ლევან რატიანმა.

მისი თქმით, კოვიდ 19 არ იძლევა ყოველთვის ცუდ გამოსავალს.

– სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს. შეიძლება იყოთ ინფიცირებული, მაგრამ არ გახდეთ ავად, არ გამოგივლინდეთ მძიმე სიმპტომი. თუ ამ დაავადებას პესიმისტურად მივიღებთ და „ვაიმე, დავმძიმდები“, „ვაიმე, მოვკვდები“ გავიფიქრეთ, ეს შინაგანი განწყობა დაავადების მიმდინარეობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ამიტომ მიიღეთ ისეთი შემართებით, რომ გაიმარჯვებთ, რომ გადარჩებით. ასეთი განწყობის შემთხვევაში, პაციენტთა 99% აუცილებლად გამოჯანმრთელდება, – დასძინა ლევან რატიანმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response