close
ამოგონება - ინოვაციაედიცინაექნოლოგიები

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ

fdsggfsdg

ჰოლანდიელი მეცნიერები ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე მუშაობენ, რომელიც, სპეციალისტთა ნაწილის აზრით, ათასობით ნაადრევად დაბადებულ ბავშვს დაღუპვისგან იხსნის.

მოდელი, რომელიც ენდჰოვენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს, ჩვილებს ხელოვნურად სუნთქვის საშუალებას მისცემს. ამასთან, დღეს არსებული ინკუბატორებისგან განსხვავებით, ხელოვნურ საშვილოსნოში ბიოლოგიურის მსგავსი გარემო იქნება შექმნილი, რადგან ბავშვი გარშემორტყმულია სითხეებით და იღებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს ხელოვნური პლაცენტის მეშვეობით, რომელიც მათ ჭიპლართან იქნება დაკავშირებული.

მეცნიერები, რომლებიც ხელოვნური საშვილოსნოს შექმნაზე უკვე ათი წელია მუშაობენ, აცხადებენ, რომ არსებული მიდგომები პრობლემატურია, ვინაიდან უდროოდ დაბადებულ ჩვილებს ფილტვები და კუჭ-ნაწლავი ბოლომდე განვითარებული არ აქვთ და ჟანგბადისა საკვების ხელოვნურად მიწოდება უმეტეს შემთხვევაში ამ ორგანოების დაზიანებას იწვევს.

ხელოვნური საშვილოსნო კი „გეიმ-ჩეინჯერია“.

„როდესაც ფილტვებს წყალში ვათავსებთ, ისინი განვითარებას აგრძელებენ. ბავშვი ჟანგბადს ჭიპლარიდან იღებს ისევე, როგორც ბუნებრივ საშვილოსნოში,“- აცხადებენ მეცნიერები.

მათი თქმით, ხელოვნური საშვილოსნოს სამუშაო პროტოტიპი კლინიკური ცდებისთვის მზად 5 წლის ვადაში იქნება.

ნაადრევად მიიჩნევა მშობიარობა, რომელიც ორსულობის 37-ე კვირამდე ხდება.  სტატისტიკის თანახმად, ნაადრევი მშობიარობით 10-დან 1 ორსულობა სრულდება და მსოფლიოში ყოველწლიურად ნაადრევად დაბადებული დაახლოებით 1 მილიონი ბავშვი იღუპება.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2