close
ეოგრაფიაედამიწა

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” – ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ადგილი დედამიწაზე, სადაც უკვე ათწლეულებია, ცეცხლი არ ქრება

1356

თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, სოფელ დარვაზასთან დაახლოებით 70 მეტრი რადიუსის ორმოა, რომელშიც 50 წელზე მეტია, ცეცხლი გიზგიზებს. მას დერვაზას გაზის კრატერი ეწოდება, თუმცა ადგილობრივები კრატერს “ჯოჯოხეთის კარიბჭეს” უწოდებენ. ცეცხლის ალი ძალიან დიდი დისტანციიდანაც ჩანს.

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” 1971 წელს გაჩნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მიწისქვეშა აირის საბადოს გახვრეტისას შემთხვევით მიწა ჩაიშალა და ორმოდან დიდი რაოდენობით გაზმა დაიწყო ამოსვლა.

კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კრატერში ცეცხლი გაეჩინა – ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში ჩაქრებოდა, თუმცა “ჯოჯოხეთის კარიბჭე” ათწლეულების შემდეგაც იწვის.

კრატერის სანახავად ტურისტები დარვაზაში ხშირად ჩადიან, მიმდებარე ტერიტორია კი კემპინგის მოყვარულებისთვის პოპულარული ადგილია.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი