close
ედიცინა

ჯანმო-მ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო მეცხრე ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც ჩვეულებრივ მაცივრის ტემპერატურაზე ინახება

TR65675678

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამერიკული კომპანია Novavax-ისა და ინდური Serum Institute-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა CovavaxTM-ი გადაუდებელი გამოყენებისთვის
დაამტკიცა. ორგანიზაციის პროცედურის მიხედვით, ვაქცინამ გაიარა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ტესტი. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივი მაცივრის ტემპერატურაზეა შესაძლებელი, რაც, ამ კუთხით, მნიშვნელოვანი უპირატესობაა სხვა ვაქცინების შედარებით, რომლებიც განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე შენახვას საჭიროებენ. CovavaxTM – არის ცილოვანი ვაქცინა, რომელიც შეიცავს SARS-CoV-2-ის ცილის მოდიფიცირებულ გენს. ის დამზადებული ძველი
ტექნოლოგიით, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენება სხვა სახის ვაქცინების წარმოებისთვის.
სრულად ვაქცინირებისთვის საჭიროა CovavaxTM-ის ორი დოზით აცრა. COVAX-ის პროგრამამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს მსოფლიოს დაბალი შემოსავლის ბევრ ქვეყანას აწვდის,
CovavaxTM-ის ვაქცინის 1.35 მილიარდი დოზის მიღებაზე შეთანხმებას მიაღწია.
Novavax-ში აცხადებენ, რომ აწარმოებენ კვლევას იმის გასარკვევად, როგორ მუშაობს ვაქცინა კორონავირუსის ახალი, „ომიკრონ“ ვარიანტის წინააღმდეგ და მწარმოებლებმა დაიწყეს განახლებული ვერსიის ფორმულირება, იმისთვის, რომ ვაქცინა უკეთ მიესადაგოს აღნიშნულ ვარიანტს იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება.

წყარო : abcnews.go.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი