close
ვლევები

ჭარბი წონა ქალებში მათი ბაბუების მიერ ადრეულ ასაკში მოწევის დაწყებას უკავშირდება – კვლევა

737E84B8-C306-48BF-8B5B-D9C4491362FA

ბრისტოლის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიზანიც ადამიანის ჯანმრთელობის მის მომავალ შთამომავლობაზე გავლენის შესწავლა იყო. მათი აღმოჩენები ჟურნალში Nature გამოქვეყნდა.

2014 წელს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ მომავალი მამები რეგულარულად ეწეოდნენსქესობრივ მომწიფებამდე, მათ ვაჟებს სიმსუქნისკენ მიდრეკილება ჰქონდათ. ქალიშვილების ფიზიკურ ფორმაზე ამ ფაქტორს გავლენა არ ჰქონია. მოგვიანებით კი მეცნიერებმა ახალი პროექტი – „90-იანების ბავშვები“ დაიწყეს, რომლის ფარგლებში ადამიანებზე ბაბუებისა და დიდი ბაბუების ჯანმრთელობის გავლენა შეისწავლეს.

სპეციალისტებმა 14 ათასზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და მოწევასა და ჭარბ წონას შორის პირდაპირი კავშირი აღმოაჩინეს. კერძოდ, თუ ქალის ბაბუა მამის მხრიდან 13 წლამდე იწყებდა მოწევას, შვილიშვილის ჭარბი ცხიმოვანი მასა 17 წლის ასაკში +3,5 კილოგრამს შეადგენდა, 24 წლის ასაკში კი +5,5 კილოგრამს. თუ ადრეულ ასაკში მოწევას დიდი ბაბუები დედის მხრიდან იწყებდნენ, მათი მდედრობით სქესის შვილთაშვილებს 17 წლის ასაკში +5 კილოგრამი ჭარბი წონა აღენიშნებოდათ, 24 წლის ასაკში კი ეს მაჩვენებელი 6 კილოგრამს აღწევს. მამრობითი სქესის შთამომავლებში ეს ეფექტი არ ფიქსირდება.

კვლევის შედეგების შეჯამებისას ავტორებმა დამტკიცებულად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ სქესობრივ მომწიფებამდე ბიჭის ორგანიზმზე გარკვეული ნივთიერებების ზემოქმედებას მომდევნო თაობებზე გავლენის ქონა შეუძლია. ამგვარად, ბავშვებში ჭარბი წონა შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული მათ კვებასა და ფიზიკურ აქტივობასთან, არამედ მათი წინაპრების ცხოვრების წესის შედეგი აღმოჩნდეს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი