close
კომუნიკაციატექნოლოგიები

ცნობილია, როდის შეაჩერებს მუშაობას Internet Explorer-ი

კომპანია Microsoft-ში განაცხადეს, რომ ბრაუზერ Internet Explorer-ის მუშაობა Windows 10-ის მომხარებლებისთვის 2022 წლის 15 ივნისს შეწყდება. ამის შემდეგ ბრაუზერი მხოლოდ Windows 10 LTSC-ის კორპორატიულ ვერსიაში იმუშავებს.

Microsoft-ში აცხადებენ, რომ კომპანიის სხვა ბრაუზერს – Edge-ს შეუძლია დაძველებული ვებგვერდებისა და აპლიკაციების ასახვა, ამიტომ Internet Explorer-ის შენარჩუნების აუცილებლობა აღარ არსებობს.

ბრაუზერი Internet Explorer-ი 1995 წელს გაჩნდა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერი იყო. ბაზარზე Internet Explorer-ის წილი Mozilla Firefox-ისა და Chrome-ის გამოჩენის შემდეგ შემცირდა. 2009 წელს Internet Explorer-ის წილი 60%-ს, 2012 წელს – 30%-ზე ნაკლებს, 2016 წელს კი 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა.

ბრაუზერის ბოლო სრულყოფილი ვერსია, Internet Explorer 11 სისტემა Windows 8-სთან ერთად, 2013 წელს გამოვიდა. Windows 10-ში მომხმარებლებს სტანდარტულ ბრაუზერად უკვე Microsoft Edge-ი შესთავაზეს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0