close
ექნოლოგიები

ჩინეთში ბავშვებს ონლაინ თამაშებზე წვდომა კვირაში 3 საათამდე ეზღუდებათ!

41B7A8FF-0816-42BC-AF1B-A74AEC5FA00B

ჩინეთში ვიდეო თამაშებთან დაკავშირებული ახალი მკაცრი წესები წარადგინეს. ამ ცვლილებებმა, შესაძლოა, Apple-სა და App Store-ზეც იქონიოს გავლენა. ჩინეთის პრესისა და გამომცემლობის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ამ ახალი რეგულაციებით, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს ონლაინ თამაშებზე წვდომა კვირაში მხოლოდ სამ საათამდე შეეზღუდებათ.

ცვლილებები ქვეყნის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ბავშვების ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება. 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს უფლება აქვთ, პარასკევს, შაბათს და კვირაში 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ითამაშონ. თავის მხრივ, ეს მნიშვნელოვნად შეაფერხებს თამაშებისგან გამოწვეულ ნეგატიურ გავლენას და მათზე დამოკიდებულებას.

ამასთან, მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველა ონლაინ ვიდეო თამაში დაუკავშირდება “დამოკიდებულების კონტროლის” სისტემას, რომელსაც პრესისა და პუბლიკაციების ეროვნული სამსახური მართავს. განკარგულება ყველა მომხმარებლისგან ნამდვილი სახელებითა და მთავრობის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოყენებით რეგისტრაციას მოითხოვს.

2019 წლის წესების თანახმად, ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, დღეში 90 წუთის განმავლობაში ეთამაშათ. ამრიგად, წესების ბოლო განახლებები ჩინეთში ინდუსტრიის მთავარ ცვლილებას წარმოადგენს. თუმცა რამდენად მკვეთრად აისახება ეს Apple-სა და App Store-ზე, ჯერჯერობით უცნობია – ეფლის Apple Arcade არ არის ჩინეთში ხელმისაწვდომი. თანაც, ადგილობრივი ლიცენზირების მოთხოვნების გამო, კომპანიისთვის სულ უფრო რთული გახდა ჩინეთის ბაზაზე თამაშების გამოშვება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი