close
აქართველო

„ქოლგა თბილისი ფოტო 2022” და მისი წვლილი ქართული ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაში

E03F04B5-B14C-4535-A31E-CAA20F54EB45

„ქოლგა თბილისი ფოტო” 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუტი. იგი თითქმის ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ცნობილ ხელოვანებს. გამოფენების გარდა, ფესტივალის ფარგლებში ხშირად ეწყობა ფოტოკონკურსები, ლექციები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები. „Kolga Tbilisi Photo“-ს მიზანია საერთაშორისო და ქართულ ფოტოგრაფიას შორის მჭიდრო კავშირის შენარჩუნება და ქართული ფოტოგრაფიის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაცია. დამთვალიერებლებს ფოტოკვირეულის ფარგლებში შეუძლიათ გაეცნონ როგორც ქართველი ფოტოხელოვანების შემოქმედებას, ასევე მსოფლიო დონის ფოტოგრაფების ნამუშევრებს.
აღსანიშნავია, რომ „Kolga Tbilisi Photo“ 7 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოფენების კვირეულს. 2022 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, საუკეთესო კადრი/Best shot/ და მობილური ფოტო. კონკურსის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ქვეყნის 400-მდე ფოტოგრაფმა. გამოფენის განმავლობაში მოეწყობა დისკუსიები და პორტფოლიოს მიმოხილვები. “Kolga Tbilisi Photo” კვირეული ნამდვილად კულტურათაშორისი დიალოგის საუკეთესო საშუალება და ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის განვითარებასა და პოპულარიზაციას გულისხმობს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი