close
აქართველო

ქარელში ხილის გადამმუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

C280452A-4298-47AC-80E9-9BE0262E500E

სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო შეიქმნა. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში ხილის გადამმუშავებელი ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო, „ხილის ქაღალდის კომპანია“ გაიხსნა.

საწარმოში, ჯამურად, 1,013,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოს დღიურად შეუძლია 10 ტონა ნედლეულის გადამუშავება, რომლისგანაც მზადდება ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ტყლაპი, ჯანჯუხა და სხვადასხვა სახის ხილფაფა და მურაბები.

საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2