close
კვლევები

ფტალატები – ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ყოველწლიურად 100 000 ამერიკელის სიკვდილს უკავშირებენ

ქიმიური ნივთიერების, ფტალატის მჟავის ზემოქმედება შესაძლოა ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 ამერიკელის სიკვდილის გამომწვევი იყოს, – ამის შესახებ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Environmental Pollution-ში გამოქვეყნდა.
ქიმიკატები, რომლებიც ასობით პროდუქტში გვხვდება, როგორიცაა სათამაშოები, ტანსაცმელი, შამპუნი და ა.შ., ათწლეულების მანძილზე ცნობილია, როგორც “ჰორმონების დარღვევები”, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე.
ამგვარი პროდუქტების საშუალებით ტოქსინები სხეულში აღწევენ და დაკავშირებულია სიმსუქნესთან, დიაბეტსა და გულის დაავადებებთან.
კვლევამ, რომელშიც 55-დან 64 წლამდე ასაკის 5 000-მდე ზრდასრული ადამიანი მონაწილებდა, აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც შარდში ფტალატების უფრო მაღალი კონცენტრაცია ჰქონდათ, გულის დაავადებებით გარდაცვალების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუმცა, კვლევის თანახმად, ფტალატების მაღალი კონცენტრაცია არ ზრდის კიბოსგან სიკვდილის რისკს.
” ჩვენი დასკვნები ცხადყოფს, რომ ფტალატის გაზრდილი ზემოქმედება დაკავშირებულია ნაადრევ სიკვდილთან, განსაკუთრებით გულის დაავადებების გამო. აქამდე მივიჩნევდით, რომ ის უკავშირდებოდა გულის დაავადებებს და გულის დაავადებები, თავის მხრივ, სიკვდილის წამყვანი მიზეზია, მაგრამ ქიმიკატები სიკვდილიანობასთან არ დაგვიკავშირებია,“- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა ლეონარდო ტრასანდემ.
მანამდე ჩატარებულმა სხვა კვლევებმა ფტალატები ყოველწლიურად 10 000 -ზე მეტი ადამიანის გარდაცვალებასთან დააკავშირა, რაც, სავარაუდოდ, ზრდასრულ მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის შემცირებითაა განპირობებული.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Leave a Response