close
იოლოგიავლევებიედიცინასოფლიო

ფრანგულმა კომპანიებმა გულის დაავადებების მკურნალობის ახალია ტექნოლოგია წარადგინეს

8462856285

გულის დაავადება მსოფლიოში გარდაცვალების ძირითადი მიზეზია. მსოფლიოში გულის დაავადებები დაახლოებით 60 მილიონ ადამიანს აწუხებს, რის გამოც ზოგიერთმა კარდიოლოგმა მას პანდემია უწოდა.

ცნობილია, რომ გულის დაავადებების მძიმე შემთხვევების პერსპექტივა ოპტიმისტური არ არის.

ამჟამად საუკეთესო გამოსავალს გულის გადანერგვა წარმოადგენს, რაც, ორგანოების დონორების სიმცირის გამო, ძალიან შეზღუდულია.

მეორეა გულის ტუმბოს დაყენება, რაც ხშირად იწვევს გართულებებს, როგორიცაა ინსულტი და კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. მათ, ვისაც გულის ტრადიციული ტუმბოები აქვთ, ცნობილია, როგორც მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობები, ასევე შეიძლება ჰქონდეთ გულის უკმარისობა ზომიერი ვარჯიშის დროსაც კი.

მაგრამ სამედიცინო ტექნოლოგიის მიღწევებმა შეიძლება არასახარბიელო  პროგნოზი შეცვალოს.

კომპანია Carmat– ის ხელოვნური გული მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გერმანიასა და საფრანგეთში გაიყიდება  სახელწოდებით “Aeson”. მოწყობილობა შექმნილია ნამდვილი გულის იმიტაციისთვის და ბატარეებზე მუშაობს.

ამავდროულად, ფრანგული სტრატაპი CorWave ქმნის გულის ტუმბოს, რომელიც იმეორებს სისხლის მიმოქცევას და ადამიანის გულის წნევის მახასიათებლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გულის არსებული ტუმბოები ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს, თუმცა გართულებების მაღალ რისკს შეიცავს.

„ჩვენ გვსურს გადავარჩინოთ პაციენტები, მაგრამ გადავარჩინოთ არა მხოლოდ მათი სიცოცხლე, არამედ მათ ჰქონდეთ ჩვეული აქტიური ცხოვრება,“- განაცხადა CorWave-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუი დე ლილერსმა.

CorWave– ის ტუმბო მუშაობს ტექნოლოგიით, რომელსაც ტალღურ მემბრანას უწოდებენ და  რომელიც შთაგონებულია ზღვის ცხოველების მოძრაობით. სწორედ ეს სითხის მოძრაობა საშუალებას აძლევს ტუმბოს მიახლოებულად გაიმეოროს გულის ფუნქცია და კომპანიის იმედი მაქვს, რომ ის ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც გულის გადანერგვა.

ტექნოლოგია  2012 წლიდან მუშაობს და კომპანია თითქმის ასრულებს ტექნიკისთვის საჭირო 10 წლიან პერიოდს.

წყარო : euronews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი