close
ნერგეტიკააქართველო

საქართველოში 50 მგვტ სიმძლავრის მზის სადგურის მშენებლობა განიხილება

solar-panel-3_57e0f1d2f1a5e

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში მზის სადგურების ინტეგრირების შესაძლებლობები 150 მგვტ დადგმული სიმძლავრით არის შეფასებული.

“მზესთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ კი, დღეს ლიმიტირებულია ჩვენი ქსელის შესაძლებლობები, მაგრამ 150 მეგავატიც არ არის მცირე სიმძლავრე. ჩვენ აქ მივდივართ შემდეგი გზით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან გვაქვს მოლაპარაკება და უახლოეს თვეებში შევძლებთ უკვე პირველ, 50 მეგავატზე გამოვაცხადოთ ტენდერი. ეს იქნება ალბათ ყველაზე სწორი გზა, იმიტომ რომ აქაც ვითარდება ტექნოლოგია, თვითღირებულება მცირდება და ჩვენ გვინდა, ღია, გამჭვირვალე, კონკურენტული ტენდერის გზით გავიგოთ, რა არის ჩვენი ბენჩმარკი. რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ელექტროენერგიის ფასი, რომელიც გამომუშავდება მზის პანელების მიერ”, – განაცხადა თურნავამ ტექნოპარკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.

რაც შეეხება ამჟამად მიმდინარე მზის სადგურის პროექტს, რომლის მშენებლობაც სოფელ უდაბნოში იგეგმება, როგორც ინვესტორმა თამაზ კაპანაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მზის პანელების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

“ასევე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უნდა შვეხვდეთ, დავილაპარაკოთ და გავარკვიოთ, რა შეღავათები ექნება მზის ელექტროენერგიას და როგორც უკვე ისაუბრეს, რაღაც შეღავათი უნდა გვქონდეს და შემდეგ აშენებას დავიწყებთ. ერთი თვის განმავლობაში ჩვენს შორის შეთანხმება თუ მოხდა, ალბათ, დეკემბრისთვის სადგურს ექსპლოატაციაში გავუშვებთ”, – განმარტა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ უდაბნოში დაგეგმილი მზის სადგურის სიმძლავრე 5 მგვტ იქნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 500 000 აშშ დოლარია. გასული წლის ივლისში, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ უდაბნოს მზის ელექტროსადგურის განვითარებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში შპს “სოლარ ფაუერ ჯორჯიამ” გაიმარჯვა. ინტერესთა გამოხატვის პირობების თანახმად, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა” გამარჯვებულს, საკუთარი შვილობილი შპს-ის “საქართველოს მზის კომპანიის” 90%–იან წილი გადასცა.

წყარო : bm.ge

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2