close
კონომიკააქართველო

საქართველოში უმუშევრობა რეკორდული ტემპით, 20.4%-მდე გაიზარდა

post-unemployment

დღეს საქსტატმა უმუშევრობის ახალი სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობა 20.4%-მდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში უმუშევრობამ 3.8 პროცენტული პუნქტით იმატა, ხოლო 2020 წლის მესამე კვარტალთან შედარებით უმუშევრობის ზრდა 3.4 პროცენტული პუნქტი იყო.

საქსტატის ინფორმაციით, თუკი 2019 წელს დასაქმებულად 1.278 მილიონი ადამიანი ითვლებოდა, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1.199 მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობამ 79 ათასით იკლო, მათ შორის 74.6 ათასით შემცირდა დაქირავებულთა რაოდენობა, თვითდასაქმებულთა რაოდენობამ კი 5 ათასით იკლო. ასევე 26 ათასით შემცირდა მთლიანად ქვეყნის სამუშაო ძალა, ხოლო უმუშევართა რიცხვი კი წლიურ ჭრილში 52.9 ათასით, 307.8 ათას ადამიანამდე გაიზარდა.

უმუშევრობის ასეთი მკვეთრი ზრდა გასული წლის ბოლოს მიღებულმა ხელახალმა “ლოქდაუნმა” განაპირობა.

2020 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის ზრდა ძირითადად საქალაქო დასახლებებში მოხდა, სადაც უმუშევრობის დონე წლიურ ჭრილში 5.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, სოფლად კი, უმუშევრობა პირიქით 1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბოლოს საქსტატმა უმუშევრობის სტატისტიკის ახალი მეთოდოლოგიით გამოქვეყნება დაიწყო. განახლებული კრიტერიუმებით, საქსტატი ავტომატურად თვითდასაქმებულებად აღარ აღრიცხავს იმ ადამიანებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და პროდუქტები მხოლოდ საკუთარი თავის რჩენისთვის მოჰყავთ. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, 2019 წლის უმუშევრობის დონე, რაც წინა მეთოდოლოგიით 11.6% იყო, 17.6% გახდა.

წყარო : bm.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი