close
სტრონომია - კოსმოსი

„სატურნის“ მთვარეზე სიცოცხლე არსებობს? მეცნიერებმა „ტიტანზე“ უამრავი ტბა დააფიქსირეს

image

მეცნიერებმა„სატურნის“ მთვარის „ტიტანის“ ჩრილოეთ პოლარულ რეგიონში მდებარე ტბების ფოტოები გაავრცელეს, რომელიც თხევადი მეთანის მსგავსი ნივთიერებისგან შედგება.

„ნასას“კოსმოსურიხომალდის„კასინისგან“ მიღებულიმონაცემებისგამოყენებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამრეგიონისთხევადინახშირწყალბადების ტბებისგან ზოგიერთი ზედაპირული და სეზონურია, ზოგი კი- საკმაოდ ღრმა.

ტიტანი მზის სისტემაში ერთადერთი ციური სხეულია დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირზეც აღმოჩენილია თხევადი წყლის სტაბილური ტბორები. ტიტანს გააჩნია ნახშირწყალბადებისტბები, მდინარეებიდაზღვები: წყალბადისდანახშირბადისმსგავსი ნაერთები, რომლებიცნავთობისდაბუნებრივიაირისძირითადიკომპონენტებია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ტბები იმის შემდეგ წარმოიქმნენ, რაც შემოგარენში მდებარე ქანები ქიმიურად დაიშალა და დაინგრა- პროცესი, რაც დედამიწაზე იგივე ტიპის ტბის წარმოქმნის შემთხვევაში ხდება.

მეცნიერებმა ასევე აღწერეს “ფანტომური ტბები”, რომლებიც ზამთრის პერიოდში ფართო და არაღრმა აუზებითაა წარმოდგენილი – მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრიანი, მაგრამ გაზაფხულზე ორთქდება ან ზედაპირში ჩაედინება.

დასკვნებში ასევე წარმოდგენილია დამატებითი მტკიცებულებები ტიტანის ჰიდროლოგიური ციკლის შესახებ, თხევადი ნახშირწყალბადებით, რომლებიც ღრუბლებიდან წვიმის სახით მოდის, მის ზედაპირზე მიედინება და ცაში ბრუნდება. ეს არის დედამიწის წყლის ციკლის მსგავსი პროცესი.

ტიტანის რთული ქიმიური შედგენილობისა და განმასხვავებელი გარემოების გამო მეცნიერები ეჭვობენ, რომ ის მასზე შესაძლოა სიცოცხლე არსებობდეს, განსაკუთრებით მის ოკეანის წყალში.

ტიტანი, რომლისდიამეტრი 5,150 კილომეტრია, მზის სისტემის სიდიდით მეორე მთვარეაიუპიტერის გენიმედეს შემდეგ. ის სიდიდით პლანეტა მერკურს აღემატება.

„ტიტანი დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს. მას აქვს ტბები, კანიონები, მდინარეები, ორგანული ნაწილაკები,“ განაცხადა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორია პლანეტარულმა მეცნიერმა შენონ მაკკინზიმ.

Reuters

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2