close
ეკოლოგიასაქართველო

რუსთავში PM10-ს კონცეტრაციებმა ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება რუსთავში – PM10-ის კონცენტრაციებმა ნორმას 3-ჯერ გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში 5 მარტიდან მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) კონცენტრაციების მატება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიქსირდება.

“9 მარტს PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.4-ჯერ, ვარკეთილში – 1.9-ჯერ, ვაშლიჯვარში – 1.7-ჯერ, “ილიას ბაღში” – 2.3-ჯერ, ქ. რუსთავში – 3-ჯერ და ქ. ბათუმში – 2.5-ჯერ,” – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 6 მარტს რუსთავში ჰაერის დაბინძურების ახალი რეკორდი დაფიქსირდა – რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 75%-იან ნიშნულს მიაღწია. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი პარამეტრი და პროცენტული წილი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ, მტვრის მყარ ნაწილაკებზე PM10-სა და PM2.5-ზე ნაწილდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0