close
სიქოლოგია

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს? – ყველაზე ეფექტური მეთოდები

სტრესი

კანადელმა ფიზიოლოგმა, ჰანს სელიემ, სტრესი დაყო დადებითად (ევსტრესი) და უარყოფითად (დისტრესი). დადებითი სტრესი გამოწვეულია დადებითი ემოციით, მას მიუეკუთვნება ასევე ისეთი სახის სტრესი, რომელიც არცთუ ძლიერია და ამასთანავე იწვევს ორგანიზმის მობილიზებას. მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესაც, სტრესული სიტუაცია სისტემატურ ხასიათს იღებს და საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას?
რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში – მნიშვნელოვანი მოვლენა თუ წვრილმანი უსიამოვნება -გარკვეულწილად მაინც შვეგვიძლია სტრესის მართვა, ფსიქოლოგები გამოყოფენ სტრესთან გასამკლავებელ სამ ხერხს:

1) საკუთარი პრობლემის გადაჭრა- თუკი გადაწყვიტეთ ამ ხერხის არჩევა, მაშინ უპირველეს ყოვლისა, მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ პრობლემა, დავუშვათ, ჩავარდით სტრესულ მდგომარეობაში, უპირველესად უნდა გაცნობიერდეს პრობლემა, შემდეგ კი, ჩამოყალიბდეს შესაძლო მოქმედებების ვარიანტები. აუცილებელია, საუკეთესო გადაწყვეტილების ამორჩევა. ფსიქოლოგები ადასტურებენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც თვითონ წყვეტენ საკუთარ პრობლემებს, სხვაზე მეტად არიან კმაყოფილნი ცხოვრებით და თავი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონად მიაჩნიათ.

2) პრობლემისადმი დამოკიდებულების შეცვლა-სტრესთან ბრძოლის მეორე ხერხი მდგომარეობს პრობლემისადმი საწყისი დამოკიდებულების შეცვლაში. ანუ პრობლემის შეხედვა, პოზიტიური მხრიდან.

3) პრობლემასთან შეგუება სტრესთან გამკლავების მესამე ხერხია მაგრამ ამასთანავე, ორგანიზმზე სტრესის საზიანო გავლენის თავიდან აცილებისათვის ზომების მიღებაა საჭირო. თუკი მუდმივად გადაღლილი ხართ და განიცდით სტრესს, უმჯობესია ტაიმ-აუტის აღება და ცოტა  ხნით დასვენება. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი შეუძლებელია პრობლემის გვერდის ავლა და გადაჭრა.
და მაინც ,,საუკეთესო დასაწყისი” სტრესის შესამსუბუქებლად: ცხოვრებაში რაღაც ცვლილებების მოხდენაა, დაიწყეთ ჯანსღი და რაციონალური კვებით, რეგულარულად ივარჯიშეთ და საკმარისად იძინეთ. შეზღუდეთ კოფეინისადა ალკოჰოლის გადამეტებული მიღება და უარი თქვით ნიკოტინზე. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეცადეთ იმაზე მეტი პოზიტივი დაინახოთ სამყაროში, ვიდრე აქამდე და ნაკლებად ჩაიციკლოთ ნეგატივზე.

 

მასალა მოამზადა:  ელენე ჩუგოშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

Tags : sld
admin2

The author admin2