close
AMG

როგორ გავზარდოთ მოტივაცია თანამშრომლებში

მოტივაცია

1.თვალყური ადევნეთ მოტივაციის დონეს.როგორც წესი, ორგანიზაციებში წარმოდგენა არ გააჩნიათ პერსონალის მოტივაციის რეალური დონის შესახებ.­­თუ მოტივაციის გაზომვას დაიწყებთ, მის მართვასაც ისწავლით.თუკი არ არსებობ მონაცემები მოტივაციის დონის შესახებ, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც ვერ ვერ შეძლებთ.პერიოდულად ჩაატარეთ თანამშრომელთ მოტივაციის დონის კვლევა. კარგი იქნება, თუკი შუა რგოლის მენეჯერებიც მუდმივად გააკონტროლებენ საკუთარი ქვეშევრდომების მოტივაციის დონეს.

2.გაარკვიეთ თანამშრომელთა სურვილები და მიზნები.სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული მიზნები და სურვილები ამოძრავებს, რაც იმას ნიშნავს,რომ მათ მუშაობისა და პროფესიული ზრდის განსხვავებული პირობები და შესაძლებლობები უნდა შეუთავსოთ.კონკრეტული ადამიანების მოტივირება ზოგადი პროგრამებით ძალზე რთულია, ინდივიდუალური მიდგომა – გაცილებით უფროქმედითი.ინდივიდუალური მიდგომის ერთ–ერთი მეთოდია რომელიმე მიმდინარე პროექტის ფარგლებში გარკვეული უფლებამოსილებების,მიზნებისა დად მონაცემების თითოეულ თანამშრომელზე დელეგირება.შეგიძლიათ, აგრეთვე, თანამშრომლებს შესთავაზოთ,თავად დასახონ საკუთარი სტრატეგიული მიზნები და გეგმები.

3.ხშირად შეეკითხეთ თანამშრომლებს მათი მუშაობის შედეგების შესახებ.რაც მეტ ინფორმაციას გაცვლით, მიტ უფრო აუმაღლდება თანამშრომელს მოტივაცია.ამიტომაცაა,რომ კარგი მენეჯერი ყოველთვის ცდილობს, ორგანიზაციის შიგნით ინფორმაციის მიმოქცევა გაზარდოს.თანამშრომელს უნდა დავუსვათ კითხვები, რომლებიც მას გაწეული აქვს მუშაობის და მიღწეული შედეგების შესახებ დააფიქრებს.

4.თუ წახალისების სისტემის შემოღებას აპირებთ, აუცილებლად აუხსენით თანამშრომლებს მისი არსი. სპონტანურობა წახალისებაში ზრდის არა მოტივაციას, არამედ უნდობლობას და ცინიზმს. თანამშრომლებს მოეჩვენებათ, რომ ხელმძღვანელობა მათ უპატივცემულოდ ეპყრობა. ამიტომ გამოავლინეთ ეს პატივისცემა და რაც შეიძლება დეტალურად განუმარტეთ და წახალისების პროგრამის არსი, მისი  მიზნები და ამოცანები აუხსენით ადამიანებს, როგორ შეიძლება იმოქმედოს ამ სისტემამ მათ მიმდინარე საქმიანობაზე.

5.გააძლიერეთ ურთიერთობები და ურთიერთქმედებები ორგანიზაციის შიგნით. ნუ დაემსგავსებით ისეთ კომპანიას, სადაც მუდამ დაკავებული ადამიანები თითქმის ვერ ხედავენ ერთმანეთს. დაგეგმეთ შეხვედრები ან რაღაც ღონისძიებები ისე, რომ ხელმძღვანელობა და რიგითი თანამშრომლები პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეუძლებელია, გაზარდო ადამიანის მოტივაცია, თუ მას ძალზე იშვიათად ხვდები

წყარო : Harvard business review

მასალა მოამზადა : ლაშა ჯინჭარაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2