close
ედიცინა

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

untitled-design-58

კორონავირუსს ერთი თავისებურება აღმოაჩნდა, საბედნიეროდ ბავშვებში არ აქვს გავრცელების მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ სამაგიეროდ პაციენტებს გვიან ასაკში ეს ვირუსი უფრო აზიანებს, რადგან იმუნური სისტემა იქ მოიკოჭლებს, 60 წლის შემდეგ, ის თავდაღმართისკენ მიდის, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისი თქმით, იმუნურ სისტემას ადამიანი ვერ ხედავს და ვერ გრძნობს, მაგრამ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. „პაციენტები ყოველთვის მეკითხებიან, სად არის ეს იმუნური სისტემა. იმუნურ სისტემას აქვს ის ფუნქცია ადამიანის ორგანიზმში, როგორც სახელმწიფოში აქვს შინაგან საქმეთა სამინისტრის და თავდაცვას. თუ იმუნური სისტემის რომელიმე რგოლი მოიკოჭლებს, ისევე, როგორც სახელმწიფო სისტემის რომელიმე რგოლი, მაშინ ნებისმიერ ინფექციას მასობრივი გავრცელების შესაძლებლობა ეძლევა. შესაბამისად რაც უფრო მყარია ეს ორი სამინისტრო ჩვენს ორგანიზმში, ორგანიზმი უფრო მზად არის ვირუსთან გასამკლავებლად“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, კორონავიორუსზე მოქმედებს ჯანსაღი იმუნური სისტემა, იმუნიტეტის ამაღლებას კი ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი. „სტრესებისგან თავისუფალი გარემო, ჯანსაღი ცხოვრება (რაც გულისხმობს ფიზკურ აქტივობას და კვების მოწესრიგებას) და ძილის მოწესრიგება. აი, ამ ფაქტორებზე დგას ჯერჯერობით ადამიანის იმუნური სისტემა. ბედნიერი ადამიანი ნაკლებად ავადმყოფობს. ეს დადგენილი პოსტულატია და ეს არ არის მხოლოდ ლამაზი ფრაზა. ამიტომ რაც უფრო ბედნიერები და კარგ განწყობაზე ვიქნებით, ჩვენი იმუნური სისტემა უფრო მომზადებული შეხვდება კორონავირუსს“, – განაცხადა ბიძნა კულუმბეგოვმა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი