close
აქართველო

რა ხდება თბილისის პარკებში?

IMG_4512

 

თბილისის რამდენიმე პარკის ტერიტორიაზე მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში სხვდებოდა დაბეჭდილი ფული, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო კუპიურა, ხოლო მეორე მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით საინტერესო ფაქტები, როდესაც ერთმა ხმამ გადაწყვიტა არჩევნების ბედი და ასევე ფრაზები არჩევნებთან დაკავშირებით.

რა მიზანს ისახავდა მოცემული აქტივობა?

პროექტი- ,,შენი ხმა ჩვენი მომავალია”, რომელიც ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის – IRI Georgia-ის ერთობლივი პროექტის ეგიდით ხორციელდება, აერთიანებს მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც აინტერესებთ ქვეყნის მომავალი და ცდილობენ მოსახლეობას მოუწოდონ არჩევნებში მაქსიმალურად  ჩართულობისკენ.

აღნიშნული აქტივობა განხორციელებული იყო პროექტში ჩართული ჯგუფი ,,ნამეტანის”  მიერ. გუნდის წევრები ასევე გაესაუბრნენ მოსახლეობას და საინტერესო, ინტერაქციული თამაშებით შეეცადნენ მიექციათ იმ ადამიანების ყურადღება, რომლებიც არჩევნებზე წასვლას არ აპირებდნენ, დააფიქრეს ისინი როგორც  არჩევნების, ასევე თითოეული ადამიანის ხმის მნიშვნელობაზე.

გუნდის წევრები აღნიშნავენ, რომ მსგავსი პროექტები მეტად მნიშვნელოვანია, რადგან პროექტის საშუალებით შეგვიძლია მეტი ადამიანი დავაფიქროთ თუ რა ძალა შეიძლება ჰქონდეს თითოეული ადამიანის ხმას და რომ ,,არჩევნები მეხება მე, გეხება შენ და გვეხება ყველას”.

მასალა მოამზადა : ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი