close
ედიცინასიქოლოგია

რა კავშირია ბავშვის კბილებსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებს შორის?

1445432385362787

მეცნიერთა ჯგუფი ირწმუნება, რომ ბავშვების კბილებით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაა შესაძლებელი.

 

მეცნიერებმა 6 წლის ზემოთ ასაკის 40-მდე ბავშვის მოცვლილი სარძევე კბილი გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ უყურადღებო და აგრესიულ ბავშვებს კბილის ემალი თხელი ქონდათ. ეს თვისებები კი შედარებით გვიან ასაკში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ, როგორც სამეცნიერო საზოგადოებამ, ათეულობით წელი გავატარეთ, რომ მოგვენახა გზა, რომლის საშუალებითაც იმ ბავშვების იდენტიფიცირებას შევძლებდით, რომლებიც ფსიქიკური პრობლემების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან,“ განაცხადა მასაჩუსეტის ჰოსპიტალის ფსიქიატრმა ერინ დანმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა. კვლევის შედეგები მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს.

მკვლევარებმა არა მარტო კბილის ემალის, არამედ გვირგვინის მოცულობის და სხვა ფაქტორების ანალიზიც ჩაატარეს.

კბილების მაღალი რეზოლუციის გამოსახულელების საშუალებით მათ შეძლეს დაედგინათ კავშირი კბილის მახასიათებლებსა და ბავშვის ქცევის შესახებ მასწავლებლებისა და მშობლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას შორის.

კბილები ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ნაყოფის მუცლად ყოფნის პერიოდში იწყებს და მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ბავშვის მდოგომარეობის შესახებ მუცლად ყოფნისა და სიცოცხლის პირველი წლების პერიოდში.

თუკი ორსული დედა ან ბავშვი არასაკმარისად იკვებება ან სტრესს განიცდის, ამან შესაძლოა კბილების განვითარებაზე იმოქმედოს, რაც შესაძლოა მომავალში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დასაწყისად იქცეს.

მენციერები აცხადებენ, რომ კბილების მნიშვნელობას ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკების განსაზღვრის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია, რაც შემდგომ კვლევებს მოითხოვს.

https://www.independent.co.uk/

კომენტარი

admin2

The author admin2