close
სიქოლოგია

რა გამოწვევის წინაშე დგებიან მშობლები „გარდატეხის ასაკი“-ს დროს – ფსიქოლოგის რჩევა

1602152439gallery_news

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის

 “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში, 

 სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი

ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

გოგოლა ლოსელიანი – ექიმი, გეშტალტფსიქოთერაპევტი

რა ასაკსა და სირთულეებს უკავშირდება ბიჭებსა და გოგონებში ე.წ. „გარდატეხის ასაკი“ და რა გამოწვევის წინაშე დგებიან მშობლები ამ დროს?

გარდამავალი ასაკი, მოზარდობა, ე.წ. „გარდატეხის ასაკი“ ეს არის                         ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლის პერიოდი, როცა ბავშვობა მთავრდება და მიწიფულობა ჯერ არ დამდგარა. ასაკობრივად ეს არის პერიოდი 11 წლიდან 19 წლამდე, რომელიც ხასიათდება სწრაფი ფიზიკური ზრდით და მკვეთრად გამოხატული ფიზიოლოგიური ცვლილებებით. იწყება სქესობრივი ჰორმონების გამომუშავება, მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა: ბიჭებში ხმის ცვლილება, თმიანობის  მომატება, ეზრდებათ კუნთური მასა. გოგონებში: იზრდება მკერდი, ეწყებათ მენსტრუალური ციკლი. ორგანიზმის ფიზიკური ცვლილებები სწრაფად მიმდინარეობს და მოზარდისთვის მასთან შეგუება რთული პროცესია. იცვლება მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მისი ქცევა იმპულსური და წინააღმდეგობრივია, ხშირად არის უკმაოფილო თავის თავითაც და გარემოთიც.  მათთვის, როგორც ბიჭებისთვის ისე გოგოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარეგნობა და ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას. შესაბამისად უმნიშვნელო კომენტარმაც  კი მათი გარეგნობის შესახებ შეიძლება გამოიწვიოს მათში მძიმე ემოციური განცდები. მოზარდი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ეგოცენტრულობის გამო მოვლენებს აღიქვამს მხოლოდ საკუთარი თვალთახედვით. უჩნდება სურვილი მშობლებისაგან დამოუკიდებლად მოსინჯონ საკუთარი ძალები,   რაღაც მომენტში სურთ, რომ ჩაიდინონ “გმირობა”. მშობლების ავტორიტეტი იკლებს და იმატებს თანატოლების ავტორიტეტი და გავლენა. დამოუკიდებლობისკენ  და აღიარებისკენ სწრაფვა სახიფათო ქცევების რისკს ზრდის, უჭირთ გამკლავება მოზღვავებულ ემოციებთან,  ენერგიასთან და ამიტომაც ჯერ მოქმედებენ და მერე ფიქრობენ.

სქესობრივი მომწიფების ასაკი განსხვავებულია არა მარტო სხვადასხვა სქესის მოზარდებში, არამედ ერთი სქესის ფარგლებშიც. მაგალითად ბიჭებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფება მათ თავდაჯერებულობას უწყობს ხელს, სიამაყის განცდა აქვთ, პოპულარობით სარგებლობენ თანატოლებს შორის. ნაადრევად მომწიფებული გოგონები კი,  თავს უხერხულად გრძნობენ, ნაკლებად თავდაჯერებულნი არიან. მორიდებულები ხდებიან, გოგონებს ხშირად უჩნდებათ სურვილი დიდ ბიჭებთან მეგობრობისა, რადგან თავისი ტოლი ბიჭები მათთან შედარებით ნაკლებად მომწიფებულები არიან. ,რაც გარკვეულწილად  თვითდამკვიდრების გზაა. გარდატეხის ასაკში თავს იჩენს თვითშეფასების პრობლემა. ბიჭებში დაბალი თვითშეფასება დიდ წილად უკავშირდება თვითდამკვიდრების პრობლემას, რაც შეიძლება გახდეს   სწავლაში ჩამორჩენის, ბულინგის ან ჯგუფში არასასურველი პოზიციის საფუძველი. გოგონებში უფრო მძლავრად განიცდება გარეგნობის საკითხი: სიმაღლე, წონა, გამონაყარი და ა.შ. მოზარდობის პერიოდში ხშირია მჩაგვრელის, მოძალადის როლის მორგება, ასევე ხშირია ჩაგვრის ობიექტად, მსხვერპლად ყოფნის შემთხვევები. მშობლებმა ხშირად არ იციან რა ურთიერთობებში არიან მათი შვილები ჩართული, როგორია მათი სანაცნობო–სამეგობრო  წრე  და ხშირად ყურადღების მიღმა რჩებათ მოზარდის ფსიქოლოგიური მდგომარეობა.  გარდამავალი ასაკი არის საკუთარი თავის ძიების, შეცნობის და თვითდამკვიდრების ხანა. ეს არისა სხვადასხვა როლების მორგების და იდენტობის ფორმირების   ხანა.  ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მშობლების ურთიერთობა მოზარდებთან  ემყარებოდეს თანასწორობის პრინციპს, რაც გულისხმობს პატივისცემას, მოსმენას, თანამშრომლობას და არა განსჯას, კრიტიკას, მიუღებლობას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი