close
იზნესი

,,პეპსის“ შემთხვევითი მსხვერპლი

social-share

1992 წელს, Pepsi-მ კამპანია “Number Fever”-ის საშუალებით სცადა ფილიპინებში საბაზრო პოზიციების გამტკიცება და კონკურენტი კომპანიის Coca Cola-ს ჩამოშორება. კამპანია Number Fever” ჰგავდა ლატარიას, ყველას ვისაც კონკრეტული რიცხვი ამოუვიდოდა, მიიღებდნენ 1 მილიონ პესოს. ამ პერიოდში ფილიპინებში  კომპანიის Coca Cola-ს ბაზრის 87% ეკუთნოდა. მათ უნდოდათ ამ კამპანიით ჩამოეშორებინათ კონკურენტი. რელამის გაშვებისთანავე გახდა პოპულარული და ხალხმა დაიწყო ფულის შეგროვება, რომ ეყიდათ pepsi, ნაგავსაყრელზე დაიწყეს ძებნა pepsi-ის თავსახურების, გახშირდა კამათი და ჩხუბი, ადამიანები მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდნენ. ამ კამპანიამ 10-დან 14 მილიონამდე გაზარდა გაყიდვების მაჩვენებელი. ერთ საღამოს, როდესაც pepsi-მ გამარჯვებული ციფრები დაასახელა, ეს იყო 349, აღმოჩნდა რომ ეს რიცხვი 800 000-ზე მეტ თავსახურზე იყო დაბეჭდილი, ზოგ ადამიანს 10 ასეთი თავსახური ჰქონდა. როდესაც მიხვდა pepsi თავის შეცდომას, სამწუხაროდ უკვე გვიან იყო, ხალხი აღნიშნავდა გამარჯვებას,და ეგონათ, რომ თავი დააღწიეს სიღარიბეს, თუმცა ეს ასე არ იყო. კომპანია ამ პრობლემის გადაჭრის გზად თვლიდა იმას, რომ მცირე თანხა გადაეცა გამარჯვებულებისთვის, მაგრამ რათქმაუნდა ამას ხალხი არ დათანხმდა. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მართავდნენ აქციებს ქუჩაში, ერთ  დღესაც pepsi-ის ოფისში ყუმბარა შეაგდეს აქციის მონაწილეებმა, რის შედეგადაც  3 ადამიანი გარდაიცვალა. პროტესტ შეეწირა ასევე მასწავლებელი, რომელიც უბრალოდ მაღაზიაში მიდიოდა ბრინჯის საყიდლად, რა დროსაც აქციის მონაწილემ ასაფეთქებელი ნივთიერება ესროლა pepsi-ის მანქანას რის შემდეგაც მასწავლებელი გარდაიცვალა.

ფილიფინებში ეს თემა დღემდე ტაბუდადებულად ითვლება. ადამიანები დღემდე ტრამვირებულები არიან ამ ფაქტით. ამ კამპანიის შემდეგ ყველას სძულს ეს ბრენდი. 15 წელი გაგრძელდა სასამართლო დავა და ბრენდს  მოუწია 10 მილიონის ზარალი, თუმცა ეს არაფერი არ არის რეპუტაციის შელახვასთან შედარებით, რაც ამ კამპანიამ მოუტანა ბრენდს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი