close
ედიცინა

პარალიზებულმა მამაკაცმა ხერხემლის სტიმულატორის საშუალებით ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა შეძლო

scc

ხერხემლის სტიმულატორის და ინტენსიური წვრთნის დახმარებით, პარალიზებულმა მამაკაცმა ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმა შეძლო. ეს მიღწევა, რომელიც აღწერილია ონლაინ ჟურნალ Nature Medicine-ში, მეცნიერებს აახლოვებს მიზანთან, რომელიც პარალიზებული ქვედა კიდურების მქონე ადამიანების სიარული უნარის აღდგენას ითვალისწინებს.

ზემოთნახსენები თერაპიის საშუალებით 29 წლის ჯერედ ჩინოკმა, სიარულის გაკონტროლება შეძლო. “ეს ძალიან მნიშვნელოვანია,” – განაცხადა რიჩესტერის მაიოს კლინიკის ნეიროქირურგმა კენდალ ლიიმ, რომელიც კვლევის თანაავტორი გახლავთ.

კვლევის ფარგლებში ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმში ელექტრონული სტიმულატორის იმპლანტირება განახორციელეს, რომელმაც ჩინოკის ტრავმის ქვემოთ, ზურგის ტვინის ნერვულ უჯრედებს ბიძგი მისცა. პარალელურად მამაკაცს ავარჯიშებდნენ, რათა მისი კუნთებისა და ნერვების რეაქტივაცია მომხდარიყო.

43- კვირიანი ინტენსიური რეაბილიტაციის შემდეგ მამაკაცმა რამდენიმე ნაბიჯის დამოიკიდებლად გადადგმა, სხვების დახმარებით კი დაახლოებით 102 მეტრზე გადაადგილება შეძლო.

მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩინოკის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს კვლევის მხოლოდ დასაწყისია. მეცნიერები აცხადებენ, რომ 29 წლის მამაკაცი რეაბილიტაციის 113 სესია გაიარა და შედეგი პროგრესულია, თუმცა, ამ პროგრესისა და წარმატების შესანარჩუნებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

წყარო : sciencenews.org

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

 

 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2